ბარბრა სტრეიზანდმა ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს დისნეის წილი აჩუქა

ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა, ბარბრა სტრეიზანდმა, ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის ქალიშვილს დისნეის წილი გადასცა.

Photo Credits to Chris Pizzello / Associated Press

ჯიანა ფლოიდის მამა, ჯორჯი, წინა თვეში ქალაქ მინეაპოლისში, პოლიციის ოფიცრის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდგომ გარდაიცვალა. ჯიანამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც იუწყება, რომ გასართობი კომპანიის აქციათა ნაწილი მას ჰოლივუდის ცნობილმა წარმომადგენელმა აჩუქა და მადლობას უხდის ბარბარა სტრეიზანდს.

ამჟამად უცნობია, თუ რა ოდენობის აქციები გადასცა სტრეიზანდმა ჯიანა ფლოიდს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ტეხასის უნივერსიტეტის განცხადების თანახმად, იგი ჯიანას სრულად დაუფინანსებს საუნივერსიტეტო განათლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ცნობილმა მომღერალმა კანიე უესტმა კი ფლოიდის და სხვა დაზარალებული აფროამერიკელი ოჯახების განათლებაზე ზრუნვის მიზნით, სპეციალურ ფონდში ორი მილიონი დოლარი გადარიცხა.