თბილისმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას Startup Grind Europe-Asia Connect უმასპინძლა. კონფერენცია მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 30 სპიკერს აერთიანებდა. ღონისძების სპიკერები ისეთი კომპანიების დამფუძნებლები და წარმომადგენლები იყვენენ, როგორიცაა Google-ია.
ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს თბილისის Startup Grind-ზე ამრით დირი წარმოადგენდა, რომელიც მეწარმეებისათვის გუგლის ფიზიკური სივრცეების გლობალურ ქსელს campus.co-ს ხელმძღვანებლობს. იგი მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ სტარტაპებთან მუშაობს და ახალი ბიზნესების განვითარებაში უდიდეს გამოცდილებას ფლობს.
კონფერენციაზე ამრით დირმა გაგვიზიარა 4 მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად:
გაკვეთილი 1: Don’t do everything yourself, Partner
არ გააკეთოთ ყველაფერი თქვენით, იპოვეთ პარტნიორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სტარტაპის წარმატებით განვითარებისათვის. ყველა დავალებისა და გამოწვევის თქვენ თავზე აღება მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს პროდუქტიულობას და შეანელებს განვითარების პროცესს. ამიტომ, აუცილებელია იპოვოთ შესაფერისი პარტნიორი.
გაკვეთილი 2: Fail. Listen. Learn
აუცილებელია, რომ ფსიქოლოგიურად მოემზადოთ კრახისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია იმ გზაზე, რასაც სტარტაპერები გადიან. ამ გზაზე შეცდომებს ბევრი უშვებს, რაც აუცილებელი ეტაპია განვითარებისთვის. რამდენიმე კრახი გარდაუვალია, თუმცა, ამავდროულად უნდა უსმინოთ სხვებს და გამოცდილებებზე მუდამ უნდა ისწავლოთ.
გაკვეთილი 3: Talk to people. Early.
ახალი იდეის ან წამოწყების შემთხვევაში აუცილებელია ბევრ ადამიანს ესაუბროთ და გაუზიაროთ თქვენი ხედვა, და ეს რაც შეიძება ადრე უნდა ქნათ. ამ მიდგომის საშუალებით ბევრ ფაქტორზე ხელახლა დაფიქრდებით და ბევრ შეცდომას აირიდებთ თავიდან.
გაკვეთილი 4: The next innovations come from everywhere. From you.
დღევანდელ სამყაროში წვდომა ინოვაციებზე ძალიან გამარტივებულია. ეცადეთ დაუკავშირდეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროს და მაქსიმალურად გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რასაც დღევანდელობა გთავაზობთ.