მარკეტინგისა და მედია დინამიკურ სამყაროში „Starcom“-ი წამყვან გლობალურ მედია და საკომუნიკაციო სააგენტოდ ჩამოყალიბდა. სააგენტო უკვე 23 წელია გლობალურ ბაზრებზე, 110 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს. როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკლამო და საკომუნიკაციო ჰოლდინგის „Publicis Groupe-ის“ ერთ-ერთ გამწევ ძალას – „Starcom საქართველოს“ ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ ინსტრუმენტებზე, მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზებსა და მიდგომებზე მიუწვდება ხელი.
ისეთი სერვისებით, როგორიცაა მედია დაგეგმვა, ციფრული სტრატეგია, მონაცემთა ანალიტიკა და კონტენტის შექმნა, „სთარქომი“ კომპანიებს საკუთარი ბრენდების განვითარებაში, მომხმარებლებთან საინტერესო გამოცდილების შექმნასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ეხმარება.
აღსანიშნავია, რომ „Starcom“-ის გლობალური ოფისები, აქტიურად თანამშრომლობენ ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორიცაა Bank of America, Mondelez, Samsung, Coca-Cola, Lexus, Visa, P&G, Novartis, KraftHeinz, Best Buy, Kellogg Company და სხვა. ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებთან მუშაობა Starcom-ს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ფასდაუდებელი გამოცდილება და ისეთი ინოვაციური სტრატეგიების შემუშავების შესაძლებლობა, რომლებიც მათ კლიენტებს მაქსიმალური შედეგის მიღწევაში ეხმარება.
„ჩვენ ვართ სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს პარტნიორებს საუკეთესო საფასო პირობებით. ჩვენი ყველა დამკვეთი ჩვენი პარტნიორია, მათი წარმატება კი ჩვენი წარმატების მთავარი კრიტერიუმია. ამიტომ მუდმივად ისეთი გადაწყვეტილებების ძიებაში ვართ, რომლებსაც შეუძლიათ ბიზნესის განვითარებაში წვლილი შეიტანონ, მაგალითად: ინტეგრირებული სტრატეგიული დაგეგმვა, Business Intelligence და ახალი მედია არხების ძიება, შესწავლა და ჩვენი პარტნიორების სწორი და დროული პოზიციონირება“, – ამბობს ეკატერინე სამადაშვილი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
14 წელია „სთარქომ საქართველო“-ს გუნდი სრულად იზიარებს სააგენტოს გლობალურ ღირებულებებს და მრავალფეროვან კლიენტებთან მუშაობს, დაწყებული მცირე ბიზნესებიდან დამთავრებული ინდუსტრიის გიგანტებით, როგორიცაა „Lexus“, „Procter & Gamble“ თუ სხვა.
„ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა ისეთ წამყვან კომპანიასთან გვაკავშირებს, როგორიც „Procter & Gamble“-ი და რომელიც ბაზარზე ყველასთვის ცნობილია როგორც უმაღლესი სტანდარტების მქონე ბრენდი, ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი 14 წლიანი თანამშრომლობა ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, როგორც სააგენტოს“, – გვიზიარებს ეკატერინე. მსგავსი პარტნიორობა ნათლად ადასტურებს „სთარქომ საქართველოს“ სტრატეგიულ მიზანს, ხელი შეუწყოს თანამშრომლობის მაღალ დონეს და გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას.
მუდმივად ცვალებადი ციფრული ლანდშაფტი ბიზნესისთვის როგორც გამოწვევას, ასევე შესაძლებლობას წარმოადგენს. „სთარქომ საქართველო“ აცნობიერებს ბაზარზე არსებულ სწრაფ ცვლილებებს და დიდ აქცენტს ციფრულ აქსელერაციასა და კომერციაზე აკეთებს. მომხმარებელთა ქცევის კაპიტალიზაციითა და ბაზარზე არსებული ყველა მოვლენის სწორად გამოყენებით, სააგენტოს მიზანია ახალი მიდგომების შექმნა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაა, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარისათვის – რეკლამის განმთავსებლების, მომწოდებლებისა და მომხმარებლების ჩათვლით მომგებიანი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი კომპანია არ არის იმუნური აქსელერებული ბიზნესს გამოწვევებისგან, სტრატეგიული ციფრული განვითარება და ეფექტურობა ის საყრდენია, რომელზედაც თანამედროვე ბიზნესი ვითარდება. კომპანიებს კი, რომლებსაც უწყვეტი ზრდის ტემპისა და ეფექტურობის შენარჩუნება სურთ, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მონაცემების ანალიზს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მომხმარებლებთან ურთიერთობას დაუთმონ. ციფრული მეტამორფოზის დროს კომპანიებს ძირეული ცვლილებების დანერგვა უწევთ, რომლის დროსაც ღირებული პარტნიორისგან სრული მხარდაჭერის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „სთარქომ საქართველო“ საკუთარ თავს ხედავს არა მხოლოდ როგორც მედია სააგენტოს, არამედ როგორც ბიზნესს პარტნიორს, რომელიც საკუთარი კლიენტების წარმატებაში ინვესტიციას დებს. ინტეგრირებული სტრატეგიული დაგეგმვის, ბიზნეს ინტელექტისა და ახალი პროდუქტების განვითარების მეშვეობით სააგენტო მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს იმ კომპანიების ზრდასა და კეთილდღეობაში, რომლებთანაც თანამშრომლობს. „სთარქომის“ ხედვა სცილდება საუკეთესო ფასის პოლიტიკას და ბაზარზე სულ მცირე ერთი ნაბიჯით წინ ყოფნით და სიღრმისეულ მარკეტინგულ ანალიზზე დაყრდნობით შემუშავებული ახალი გზების შეთავაზებით, პარტნიორების ROI-ის მაქსიმალურ გაზრდას ცდილობს.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ციფრულ სამყაროში ჩართული ადამიანების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ქვეყანაში ციფრული კომერციის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. საქართველო შეიძლება ითქვას, თითქმის სრულად გაციფრულებულია, მოსახლეობის 86% ონლაინ რეჟიმში მობილურს ყოველდღიურად იყენებს. გასულ წელს, ციფრული კომერციის ზრდამ 32%-იანი ზრდის ნიშნულს მიაღწია. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიური განვითარების მაღალი ტემპის მხედველობაში მიღებას, რომელიც აღემატება მარკეტინგული კომუნიკაციის შესაძლებლობებს, რაც ბაზარს არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. თუმცა, ახალი მიდგომების, საერთაშორისო გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესწავლით, „Starcom საქართველო“ უზრუნველყოფს, რომ მისი კლიენტები კონკურენტულ უპირატესობას, როგორც ადგილობრივ ასევე გლობალურ ბაზრებზე მუდმივად ინარჩუნებდნენ.
„სთარქომის“ სტრატეგიისა და ბიზნესს განვითარების ხელმძღვანელის ანტონ ტალიგინის თქმით – „ციფრული კომერციის ახალი ეპოქა ახალ მიდგომებს და შესაძლებლობებს მოითხოვს. დღესდღეობით ეს ჰგავს საინვესტიციო პორტფოლიოს მართვას – ანუ უნდა განვსაზღვროთ, რომელი არხი გვეხმარება ყველაზე მეტად ჩვენი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, ვიპოვოთ ხელსაწყოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საუკეთესო ROI-ს ეკონომეტრიკული ანალიზის დახმარებით და შევიმუშაოთ ახალი გზები, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური შედეგი ყოველი ინვესტირებული ლარიდან.
ციფრული აქსელერაცია, ციფრული კომერცია – ეს არის ჩვენი პარტნიორებისთვის მთავარი განსავითარებელი სამიზნეები. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი გარემო, რათა გავამარტივოთ მომხმარებელთა გამოცდილება, გავამარტივოთ მათი სამომხმარებლო მოგზაურობა და ბრენდები მათთან შეუფერხებლად დავაკავშიროთ“.
ამასთან, საერთაშორისო კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გენდერული თანასწორობაა. დღევანდელ ბიზნესს გარემოში წარმატება არა სქესზე, არამედ ეფექტურობაზე და გამოცდილებაზეა დამოკიდებული. „Starcom საქართველოში“ განურჩევლად სქესისა, კარგად ესმით პროფესიონალიზმისა და ნიჭის მნიშვნელობა, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ მრავალფეროვანი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდის ჩამოყალიბებას. სააგენტოს ერთგულება ინკლუზიურობისადმი ემთხვევა მარკეტინგისა და კომუნიკაციის ინდუსტრიის გენდერული თანასწორობის ტენდენციას, სადაც ქალი თანამშრომლები მნიშვნელოვნად ჭარბობენ. სააგენტოში ამბობენ, რომ წარმატება მომდინარეობს კომპანიის გუნდის კოლექტიური მიღწევებიდან, განურჩევლად სქესისა. ამ გარემოებას იზიარებს Starcom-ის მარკეტერი თამთა ყვავაძეც და ამბობს, რომ მარკეტინგის სფეროში – „ქალი თანამშრომლები უფრო ჭარბობენ, რომლებიც თანაბრად არიან განაწილებულები სტაჟის ყველა დონეზე, დაწყებული ჯუნიორ პოზიციიდან დამთავრებული მენეჯმენტის მაღალ საფეხურამდე და ამ მხრივ არც Starcom Georgia არის გამონაკლისი – ჩვენი თანამშრომლების 85%-ს ქალები წარმოვადგენთ. გარდა ამისა, გვიხარია, რომ გენდერული თანასწორობის მხრივ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების შეხედულებები ემთხვევა, მაგალითად, ამ წელს „Visa-ს“ ჰქონდა კამპანია ‘She’s next, empowered by VIsa’. დღეს ბიზნესის წარმატებულად მართვა არა სქესთან, არამედ ეფექტურობასთან არის დაკავშირებული და არ აქვს მნიშვნელობა ამ მხრივ წვლილი ვის შეაქვს – ქალს, თუ კაცს“.
ეპოქაში, რომელიც ინოვაციებით, სტრატეგიული გამჭრიახობით, თანასწორობის იდეითა და ძლიერი კომუნიკაციით განისაზღვრება, „სთარქომი“ ნამდვილად გამოირჩევა. საერთაშორისო გამოცდილებით, შიდა ორგანიზაციული გენდერული ბალანსით, სიღრმისეული კვლევებით, კრეატიული კონტენტის შექმნითა და ადგილობრივ ბაზრის ექსპერტიზით „სთარქომ საქართველო“ ინდუსტრიის უდავოდ ლიდერი მედია სააგენტოა. იგი შემოთავაზებული სერვისების სრული სპექტრით პარტნიორ კომპანიებს უწყვეტი ციფრული განვითარებისკენ უხსნის გზას, რაც დღევანდელ ცვალებად ბიზნესს გარემოში გარანტირებულ წარმატებას უზრუნველყოფს.