მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო Starcom Georgia გლობალური ბრენდის ქართული წარმომადგენლობაა. P&G, Visa, Mondelez, Lexus, Novartis ‒ იმ კომპანიების მცირე ნაწილია, რომლებთანაც Starcom-ი წლების მანძილზე თანამშრომლობს. კომპანიაში ბრენდის განმსაზღვრელ მახასიათებლად ადამიანების ‒ თანამშრომლების, დამკვეთების, საბოლოო მომხმარებლების გამოცდილება და მათზე ზრუნვა მიაჩნიათ.
Starcom Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე სამადაშვილი პროფესიით სოციოლოგია. Starcom-ამდე სარეკლამო ბიზნესში დააგროვა გამოცდილება, რამაც მოგვიანებით, უკვე საკუთარ კომპანიაში მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია.
Starcom-თან ეკატერინე სამადაშვილის ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო, როცა საქართველოში კომპანიის 9 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა და გადაწყდა, რომ სწორედ ეკატერინე გახდებოდა Starcom-ის პარტნიორი საქართველოში და შეუერთდებოდა კომპანიის გლობალურ ჯგუფს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 80 000 სპეციალისტისგან შედგება.
ეკატერინე მიიჩნევს, რომ Starcom-ის ქართულ ბაზარზე გამოჩენა საქართველოს, როგორც ბაზრის, მიმართ საერთაშორისო ბრენდების სტრატეგიულ ინტერესს ცხადყოფს; საერთაშორისო დამკვეთების გამოჩენა კი წინაპირობაა ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებისთვის.
როგორი იყო ის გზა, რომელიც საკუთარ სააგენტომდე გაიარეთ?
ეს გზა იყო ძალიან საინტერესო. განათლებით სოციოლოგი ვარ, რეკლამის სფეროში კი სრულიად შემთხვევით მოვხვდი. 2000-იან წლებში მუშაობა განცხადებით დავიწყე „ი-იმედია ჰოლდინგში“, რომელიც მაშინ ახალი დაფუძნებული იყო. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ დღეს საკუთარი მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო მაქვს, თუმცა, ამაზე მაშინ საერთოდ არ მიფიქრია. წარმომედგინა, რომ ჩემი პროფესიით განვვითარდებოდი. განვითარების პროცესში მივხვდი რამდენად დაკავშირებულია მედია მარკეტინგი და სოციოლოგია ერთმანეთთან, რადგან ჩემს დღევანდელ საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ: აუდიტორიის, მათი ქცევის, მედია პლატფორმებისა და სხვა გარემოებების სიღრმისეული კვლევა და ანალიზია. სწორედ ეს არის ერთერთი ყველაზე ღირებული ინსტრუმენტი ‒ წარმატებული მედია მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და შესრულებისთვის.
როდის შეიქმნა თქვენი სააგენტო?
სააგენტო 2006 წელს დაარსდა ადგილობრივ ბაზარზე და 2009 წლიდან უკვე საერთაშორისო სააგენტო გავხდით. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როცა ქართული მედია ბაზარი უერთდება გლობალურ სარეკლამო სფეროს.
როგორი იყო თქვენი ჩანაფიქრი, როგორ წარმოგედგინათ სააგენტოს განვითარება?
დასაწყისიდანვე პროცესი ჩვენი მკაფიო ხედვის და მისიის განსაზღვრით დავიწყეთ, რაც ძირითად ღირებულებებზე, გადაწყვეტილებებზე და სხვა მრავალ მნიშვნელოვან დეტალზე დაფუძნებულ ბიზნეს მოდელს გულისხმობდა და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო ბრენდის ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო ფორმით ადაპტირებაში დაგვეხმარებოდა.
ჩვენი სააგენტოს განვითარება ეფუძნება მყარ საფუძველს. იგი ორიენტირებულია პარტნიორების კმაყოფილების ზრდასა და ნდობის გამყარებაზე, ინოვაციების დანერგვის გზით, მიისწრაფვის გაფართოებისაკენ. ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც მივაღწიეთ და ვაგრძელებთ იმ გზის გავლას, რაც შეძლებს პოზიტიური გავლენის მოხდენას მედია მარკეტინგის ინდუსტრიაში/
რამდენად კონკურენტული იყო გარემო მაშინ, როცა თქვენი კომპანია შეიქმნა?
ზოგადად, ჩემი აზრით, კონკურენცია გვაძლიერებს, გვიბიძგებს მუდმივი განვითარებისკენ, ვინაიდან მხოლოდ განვითარებას შეუძლია მიგიყვანოს წარმატებამდე. იმდროინდელ კონკურენციას ვერ ვუწოდებთ ჯანსაღს, მაგრამ ვთვლი, რომ წარმატებით გადავლახეთ, რადგან დღეს ვართ დამოუკიდებელი სააგენტო. დღეს კი ვთვლი, რომ ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში თანამშრომლობა სხვა ბაზრის მოთამაშეებთან ერთერთი საუკეთესო მიდგომაა. მხარდამჭერი და ორმხრივად მომგებიანი გარემოს შექმნით, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად განვავითაროთ ინდუსტრია და მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებას ჩვენი პარტნიორებისთვის და საკუთარი თავისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღეს კონკურენცია საზღვრებს გარეშეა, რაც ციფრულმა ტექნოლოგიებმა განაპირობა და ესეც ერთერთი უმნიშვნელოვანესი ძრავაა განვითარებისთვის.
მაშინ, როცა ამ სფეროში, ფაქტობრივად, პირველ ნაბიჯებს დგამდით, ერთგვარი რისკი იყო საკუთარი სააგენტოს შექმნა? შიშობდით გამოგივიდოდათ თუ არა?
ვფიქრობ, შიშის გრძნობა ნაკლებად იყო, რადგან ყოველთვის მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი. თავდაჯერებულობისა და მუდმივად განახლებადი გამოცდილების შერწყმა კი მიჩენდა განცდას, რომ შეუძლებელსაც შევძლებდი. ნებისმიერ ახალ გამოწვევას ავტომატურად ცოდნის გაღრმავების აუცილებლობისკენ მივყავართ. როგორც გლობალურ ბრენდს, წვდომა გვაქვს მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდებზე, წარმატებულ ქეისებსა და მიდგომებზე, რაც ჩვენნაირი განვითარებადი ბაზრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობამდე როგორ მიხვედით?
2009 წელს ყაზახეთიდან ჩამოვიდა „სთარქომის“ აფილაციის მქონე სააგენტო, რომელსაც საქართველოში პარტნიორი უნდა მოეძებნა. ასე დაიწყო ჩვენი პარტნიორობა „ფაბლისის ჯგუფთან“ ‒ „სთარქომთან“, რომელსაც საერთაშორისო ბრენდებთან აქვს ურთიერთობა. ჩვენი გლობალური თანამშრომლობებიც, ცხადია, ამან განსაზღვრა. ამ საქმეში აუცილებელია პარტნიორი სააგენტოს რეპუტაცია, რომელიც მსხვილ ბრენდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს მოგცემს, თუმცა ბუნებრივია, რომ ასეთ ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობების გამყარებასა და შენარჩუნებას უმაღლეს სტანდარტებთან ერთად ახალი მიდგომების შექმნა და ისეთი გადაწყვეტილებების მოძიება/შექმნა სჭირდება, რომელიც დაინტერესებული მხარისთვის ეფექტური იქნება. ეს კი ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.
რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა? კომპანიის მთავარი ღირებულებები?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს სამი ძირითადი ელემენტის უნიკალურ კომბინაციაში:
სტრატეგიული ექსპერტიზა: ჩვენი სააგენტო აგებულია სტრატეგიული ექსპერტიზის საფუძველზე. ღრმად გვაქვს გააზრებული მედია მარკეტინგის ლანდშაფტი საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს შევიმუშაოთ მორგებული, მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული სტრატეგიები ჩვენი პარტნიორებისთვის.
პარტნიორზე ორიენტირებული მიდგომა: ჩვენი ურყევი ვალდებულებაა მათი უნიკალური საჭიროებების, გამოწვევებისა და მიზნების გაგება. გვჯერა ნდობის, გამჭვირვალობის და ეფექტური კომუნიკაციის საფუძველზე დამყარებული ძლიერი, გრძელვადიანი ურთიერთობების. კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ მუდმივად მივაწოდოთ შედეგები, რომლებიც აღემატება მოლოდინს. ამ უპირატესობას ადასტურებს ჩვენი 14 წლიანი თანამშრომლობა წამყვან საერთაშორისო ბრენდთან თავის ინდუსტრიაში ‒ Procter & Gamble-თან.
ინოვაცია და ადაპტაცია: ვიღებთ ინოვაციას და ადაპტირებას, როგორც ჩვენი სააგენტოს დნმ-ის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს. პირველობა არ არის მხოლოდ მიზანი; ეს არის ვალდებულება. ინვესტირებას ვაკეთებთ უახლესი ტექნოლოგიების, ტენდენციებისა და სტრატეგიების სფეროში, რაც საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორებს ინოვაციური გადაწყვეტილებები. ჩვენ მოქნილები ვართ, მზად ვართ ვიმოქმედოთ ბაზრის განვითარებადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
რაც შეეხება ჩვენს ძირითად ღირებულებებს, ისინი განსაზღვრავენ ვინ ვართ ჩვენ და ხელმძღვანელობენ ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას:
ერთიანობა: ვიცავთ ერთიანობის და ეთიკური ქცევის უმაღლეს სტანდარტებს. პარტნიორები გვენდობიან, რომ ვიმოქმედოთ მათი პრიორიტეტული ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი უმნიშვნელოვანესი ღირებულება სწორედ ნდობის მოპოვება და ყოველდღიური ნაბიჯებით მისი გაღრმავებაა.
ზრდა: ვთვლით, რომ გარდა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისა, დამწყები, ენთუზიაზმით სავსე და ნაკლებად ჩარჩოებში ჩასმულ ადამიანებში ინვესტირება მათი და ჩვენი კომპანიის ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ინოვაცია: ვითვისებთ ინოვაციების კულტურას, მუდმივად ვეძებთ/ვქმნით ახალ და კრეატიულ გადაწყვეტილებებს იმ გამოწვევებისთვის, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები აწყდებიან.
კოლაბორაცია: გვჯერა თანამშრომლობის ძალის. ვმუშაობთ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კოლეგებთან ერთად, რათა მივაღწიოთ მრავალმხრივ წარმატებას.
სრულყოფილება: ვმუშაობთ სრულყოფილებისთვის ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. ვუყენებთ საკუთარ თავს მაღალ მოთხოვნებს და ყოველდღიურად ვასრულებთ სამიზნე ნიშნულებს.
ეს ღირებულებები ე.წ. გზამკვლევია, რომელიც წარმართავს ჩვენი კომპანიის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, აძლიერებს ჩვენს ერთგულებას წარმატების და ეთიკური პრაქტიკის მიმართ.
რა იყო ის მთავარი გამოწვევები, რაც პირველ ეტაპზე შეგხვდათ და რაც დღეს უკვე დაძლეულად მიგაჩნიათ?
მთავარი იყო და არის ცოდნა, ცოდნა და კიდევ ერთხელ ცოდნა! ერთი შეხედვით, ვიწრო სფეროა, მაგრამ სიღრმისეული ცოდნის გარეშე არაფერი გამოდის. ისე, უბრალოდ, ვერაფერს დაგეგმავ. რეკლამა დინამიკური ინვენტარია, რომელიც საჭიროებს რეალურ დროში გადაწყვეტილებების მიღებას, ეს პროცესი ინვესტიციების მართვას უკავშირდება, რომელსაც შესაბამისი ცოდნის გარეშე უბრალოდ თავს ვერ გაართმევ. რეალურად, ჩვენ მედია ინვესტიციებს განვკარგავთ ამა თუ იმ ქვეყანაში. პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და გამოცდილების გარეშე ამის ხარისხიანად კეთება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს, უამრავმა უძილო ღამემ მოიტანა.
ჩვენ ვართ „ფაბლისის ჯგუფის“ წევრი, რომელიც უზრუნველყოფს მედია დაგეგმვას, ციფრულ სტრატეგიას, მონაცემთა ანალიზს და კონტენტის შექმნას. ეს მიმართულებები ძალიან საინტერესო და სწრაფად განვითარებადია. შესაბამისად, კომპანიებისთვის დიდი გამოწვევაა ფეხდაფეხ მიჰყვნენ ამ განვითარებას. ყოველდღიურად ვხვდებით ახალ ინოვაციურ, საინტერესო გამოწვევას და ჩვენთვის არ არსებობს დაუძლეველი სირთულე.
რის გამო გირჩევენ დამკვეთები?
პარტნიორები გვირჩევენ განსაკუთრებული შედეგების თანმიმდევრული მიწოდების, პერსონალიზებული სერვისის, სანდოობის, ინოვაციური გადაწყვეტილებების, განვითარების, ეთიკური პრაქტიკისა და მრავალფეროვნებისადმი ჩვენი ერთგულების გამო. ამ თვისებებმა განაპირობა პარტნიორების კმაყოფილების მაღალი სტანდარტი. Starcom-ის მთავარი მიზანია ადამიანებზე ‒ თანამშრომლებზე, პარტნიორ ბრენდებზე, სამიზნე აუდიტორიებზე ზრუნვა და ერთობლივი განვითარება. ჩვენ საკუთარ თავს არა მხოლოდ როგორც მომსახურე სააგენტოს, არამედ როგორც პარტნიორს ისე აღვიქვამთ, რომელიც საკუთარი დამკვეთების წარმატებაში ინვესტიციას დებს, ამიტომ მუდმივად ისეთი გადაწყვეტილებების ძიებაში ვართ, რომლებსაც შეუძლიათ ბიზნესისა და ადამიანების განვითარებაში წვლილი შეიტანონ.
როგორია თქვენი სამუშაო დღე, ძალიან დატვირთული?
ძალიან დატვირთულ დღეზე თავად ვთქვი უარი, ისევ და ისევ განვითარების შესაძლებლობის სურვილის გამო. ამიტომ ვცდილობ, ჩემი სააგენტოს თანამშრომლებიც თავისუფლები იყვნენ და ამ თავისუფლებაში გამოიმუშაონ თვითდისციპლინა. ვფიქრობ, ასეთ დროს ადამიანები სწავლობენ არა მხოლოდ საკუთარი რესურსების მართვას, არამედ აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებებშიც გამოცადონ, და რაც მთავარია, სწორედ ასეთ დროს იბადება დიადი იდეები.
ამასთანავე, „სთარქომში“ მუდმივად მოგვყავს ახალგაზრდა ენთუზიასტები, რადგან საინტერესო და მნიშვნელოვანია Z თაობასთან ახალი იდეებისა და ძალების გაცვლა მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებაში ‒ მოგეხსენებათ, მომავალში სწორედ ისინი გახდებიან ბაზარზე წამყვანი სპეციალისტები, ამიტომ გვინდა ერთობლივ განვითარებაში წვლილი დასაწყისიდანვე შევიტანოთ.
რა თვისებები გეხმარებათ თქვენს საქმეში?
განვითარება არის ის, რაც მაგრძნობინებს, რომ ვარ ცოცხალი. თან ეს სფერო იმდენად დინამიკურია, რომ სიღრმისეული კვლევის გარეშე არაფერი გამოდის. მით უფრო ახლა, როცა ინვესტიციების 80 პროცენტი ციფრულ ფორმატში გადადის. ამ სიახლეებს უნდა აჰყვე და მეტიც, გაუსწრო, თუ გინდა, რომ მაღალი სტანდარტი შეინარჩუნო.
როგორია თქვენი კომპანიის კორპორატიული კულტურა?
ჩვენ ვართ ხალხის გამოცდილებაზე დაფუძნებული სააგენტო. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და გამოცდილების შექმნა უმნიშვნელოვანესია.
ზოგადად, ყველა კომპანიაში მნიშვნელოვანია გუნდის წევრებისა და კორპორაციის კულტურა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბრენდი არის პერსონა, შესაბამისად საუკეთესო შედეგების მისაღებად მნიშვნელოვანია ადამიანები ერთი მიმართულებით ფიქრობდნენ და ერთი იდეის სწამდეთ. ეს ბუნებრივია, ჩვენთანაც ასეა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს შიდა გარემოში იგრძნობა პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია და ამბიციურობა, გვაქვს დიადი მიზნები. რაც მთავარია, ვართ მეგობრები და თანამოაზრეები, რომლებიც საერთო მიზნებისკენ გუნდურად მივდივართ.
ვის შეუძლია თქვენთან მუშაობა?
ჩვენთან მუშაობა შეუძლია კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან, განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კადრი იზიარებდეს კომპანიის ფასეულობებს. განვითარების ტემპი იმდენად სწრაფია, რომ თუ ადამიანი მალევე პოულობს თავის მიმართულებას ჩვენს დინამიკაში, მისი ზრდაც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს.
როგორ ზრუნავს Starcom Georgia თანამშრომლებზე?
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია განვითარების სურვილი, შესაბამისად პროფესიული კურსების დაფინანსებით და Starcom-ის მდიდარი ბიბლიოთეკით ყოველთვის ვაძლევთ თანამშრომლებს საშუალებას, რომ ისწავლონ და განვითარდნენ. გარდა ამისა, თავისუფალი სამუშაო გარემო საშუალებას გვაძლევს, რომ გუნდის წევრებმა საკუთარი თავი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პოზიციებზე გამოცადონ, რაც ვფიქრობ საკუთარი თავის ძიების გზაზე დიდ გავლენას ახდენს. რაც მთავარია, ასეთ დროს ვფიქრობ, მენეჯმენტის გუნდის დამოკიდებულება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები მუდმივად უნდა გრძნობდნენ მხარდაჭერას და თანადგომას ნებისმიერ პრობლემაზე, სირთულისადმი შიშზე თუ შეცდომებზე.
რა შესაძლებლობებს აჩენს თქვენთან თანამშრომლობა დამკვეთისთვის?
იქიდან გამომდინარე, რომ არცერთი კომპანია არ არის იმუნური აქსელერებული ბიზნესს გამოწვევებისგან, სტრატეგიული ციფრული განვითარება და ეფექტურობა ის საყრდენია, რომელზედაც თანამედროვე ბიზნესი ვითარდება. კომპანიებს კი, რომლებსაც უწყვეტი ზრდის ტემპისა და ეფექტურობის შენარჩუნება სურთ, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მონაცემების ანალიზს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მომხმარებლებთან ურთიერთობას დაეთმოს. ციფრული მეტამორფოზის დროს კომპანიებს ძირეული ცვლილებების დანერგვა უწევთ, რომლის დროსაც ღირებული პარტნიორისგან სრული მხარდაჭერის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს პოტენციურ თუ არსებულ პარტნიორებს აქვთ ჩვენი ნდობა, რადგან გვაქვს გლობალური ცოდნა და გვყავს გამოცდილი სტრატეგებისგან, ციფრული მარკეტერებისგან, დიზაინერებისგან და მენეჯერებისგან შემდგარი გუნდი. ამხელა კომპეტენციების მქონე ადამიანური რესურსის გარეშე ვფიქრობ, შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი პარტნიორებისთვის ასეთი ამოცანების გადაჭრა.
მოკლედ რომ შევაჯამო, ჩვენთან თანამშრომლობა უზრუნველყოფს პარტნიორებისთვის სტრატეგიულ უპირატესობას, განსაკუთრებულ შედეგებს, პერსონალიზებულ გადაწყვეტილებებს, ინოვაციებს, გამჭვირვალობას, გაძლიერებას, ბაზრის აღქმას, ხარჯ-ეფექტურ გადაწყვეტილებებს, პარტნიორზე ორიენტირებულ მომსახურებას და გრძელვადიან პარტნიორობას.
როგორია საქართველოს ბაზარი ციფრული განვითარების თვალსაზრისით?
საქართველოში ციფრულ სამყაროში ჩართული ადამიანების რაოდენობა მუდმივად იზრდება, ქვეყანაში ციფრული კომერციის განვითარების უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. ჩვენი ბაზარი შეიძლება ითქვას, სრულად გაციფრულებულია, მოსახლეობის 86% მობილურ ტელეფონს ყოველდღიურად იყენებს. გასულ წელს, ციფრული კომერციის ზრდამ 32%- იანი ზრდის ნიშნულს მიაღწია. ციფრული კომერციის ახალი ეპოქა ახალ მიდგომებს და შესაძლებლობებს მოითხოვს. დღესდღეობით ეს ჰგავს საინვესტიციო პორტფოლიოს მართვას ‒ ანუ უნდა განვსაზღვროთ, რომელი არხი გვეხმარება ყველაზე მეტად ჩვენი მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, ვიპოვოთ ხელსაწყოები, რომლებიც უზრუნველყოფენ საუკეთესო ROI-ს ეკონომეტრიკული ანალიზის დახმარებით და შევიმუშაოთ ახალი გზები, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური შედეგი ყოველი ინვესტირებული ლარიდან.
ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიური განვითარების მაღალი ტემპის მხედველობაში მიღებას, რომელიც აღემატება მარკეტინგული კომუნიკაციის შესაძლებლობებს, რაც ბაზარს არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. თუმცა, ახალი მიდგომების, საერთაშორისო გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესწავლით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი პარტნიორები კონკურენტულ უპირატესობას, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზრებზე მუდმივად ინარჩუნებდნენ და ავითარებდნენ.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია ყოველდღე, როცა მიდიხართ სამსახურში?
მთავარი მოტივაცია მაინც საქმისადმი სიყვარულია, რომლის მიმართ ენთუზიაზმი და ინტერესი ყოველთვის მაქვს. რაც მთავარია, მიყვარს ჩვენი სამუშაო სივრცე და ამ სივრცეში თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა იდეების განხილვა და განხორციელება, ეს ჩემთვის ერთგვარი აზარტია.
თქვენი კომპანიის თანამშრომლები, ძირითადად, ქალები არიან. რამ განსაზღვრა ეს?
მარკეტინგისა და კომუნიკაციის ინდუსტრიაში, ზოგადად, ასეთი ტენდენციაა, რომ ქალი თანამშრომლები მნიშვნელოვნად ჭარბობენ, ვფიქრობ, ეს ქალებს და კაცებს შორის ბიოლოგიური განსხვავებისგან გამომდინარეა, ერთ-ერთი განსხვავება ე.წ. Multitasking-ს შესაძლებლობაა, როგორც არაერთხელ ვახსენე სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში ეს უმნიშვნელოვანესი უნარია. ჩვენთანაც ასეა, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წარმატება მომდინარეობს გუნდის კოლექტიური მიღწევებიდან, განურჩევლად სქესისა.
როგორია სააგენტოს სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანი ადგილობრივი ბაზრისთვის გლობალური გამოცდილების გაზიარება და მისი ადაპტაციაა, რაც უსასრულო პროცესია. ეს უპირველეს ყოვლისა, მოიაზრებს ისეთ ინოვაციებს, როგორიცაა: ციფრული მედია. არხების შესყიდვების განსხვავებული მიდგომები, ანალიტიკა, გლობალურად აპრობირებული ინსტრუმენტების დანერგვა და სხვა. გარდა ამისა, ვფიქრობ, ადგილობრივ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის ჭრილში საერთაშორისო მენეჯმენტის მიდგომების დანერგვაც ძალიან ეფექტური იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ახლახან ჩვენი ბრენდის სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა სრულად განახლდა. დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიზნესის წარმატებისთვის მომხმარებლის ქცევის, აზრების, დამოკიდებულებების ‒ სხვაგვარად რომ ვთქვათ „ინსაითების“ ცოდნა უმნიშვნელოვანესია. სწორედ მათი მოტივაციის შეცნობა გვეხმარება ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც კომპანიის ზრდაზე აისახება, ამიტომ ჩვენი ახალი სტრატეგიაც სწორედ ამას გულისხმობს ‒ “Move people, move business”. რაც შეეხება კონკრეტულ სამომავლო გეგმებს და ქმედებებს, ამას მკითხველი განხორციელებისთანავე შეიტყობს.