28 ივნისს ამერიკული კომპანია Starbucks იმ კომპანიათა მზარდ სიას შეუერთდა, რომლებმაც უარი თქვეს სოციალურ მედიაში რეკლამის განთავსებაზე. კომპანიების ეს ქმედება სიძულვილის ენის გავრცელების წინააღმდეგაა მიმართული.
Starbucks არ აკონკრეტებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ბოიკოტი სოციალურ მედიაში განთავსებული რეკლამის წინააღმდეგ.
„ჩვენ გვჯერა, რომ ინკლუზიური ონლაინ საზოგადოებების შესაქმნელად საჭიროა მეტი ჩართულობა და გვწამს, რომ რეალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია როგორც პოლიტიკოსების, ასევე, ბიზნეს ლიდერების ერთობლივი მუშაობა“ – ნათქვამია კომპანია Starbucks -ის მოკლე განცხადებაში.