ესპანეთის პრინცესა მარია-ტერეზა კორონავირუსით გარდაიცვალა

ესპანეთის პრინცესა მარია-ტერეზა ბურბონ-პარმას დინასტიიდან ახალი ტიპის კორონავირუსით 86 წლის ასაკში, 26 მარტს, პარიზში გარდაიცვალა.

მარია-ტერეზა 1933 წლის 28 ივლისს დაიბადა. მან განათლება საფრანგეთში მიიღო და ასწავლიდა პარიზის სორბონისა და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში.

ევროპის სამეფო დინასტიებიდან ახალი კორონავირუსით ავსტრიის იმპერატორის შვილიშვილი, 59 წლის ჰერცოგი კარლ ჰაბსბურგ-ლოტარინგიელიც დაავადდა. ვირუსი დაუდასტურდა ასევე მონაკოს პრინცს, ალბერ II-სა და ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზს.