SpaceX ტომ კრუზთან ერთად კოსმოსში იღებს ფილმს

ყველასათვის ცნობილი მსახიობი, ტომ კრუზი, და ილონ მასკის კომპანია SpaceX ამჟამად ფილმზე მუშაობენ. აღნიშნული პროექტისათვის ისინი NASA-სთან თანამშრომლობენ, ამის მიზეზი კი ისაა, რომ გადაღებები კოსმოსში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Deadline ავრცელებს.

Falcon Heavy Demo Mission / SpaceX

დეტალებს ჯერ-ჯერობით NASA და SpaceX არ ამხელენ, თუმცა ეს პირველი ფილმი იქნება, რომლის გადაღებებიც დედამიწას გასცდება და გადამღები ჯგუფი ამისათვის ილონ მასკის კოსმოსურ ხომალდს გამოიყენებს.

ზოგადად, ტომ კრუზი ცნობილია გადაღებების დროს განსაკუთრებული გამბედაობით. ფილმისათვის “Impossible – Ghost Protocol” ის მსოფლიოს უმაღლეს ნაგებობაზე, ბურჯ ხალიფაზე, ავიდა. საინტერესოა, რას შემოგვთავაზებს მსახიობი ამჟამად SpaceX-თან თანამშრომლობის შედეგად.