SpaceX-მა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის კოსმოსურ პროექტზე მუშაობის ლიცენზია მიიღო

ამერიკის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ (FCC) SpaceX-ს მასშტაბური პროექტისთვის ოფიციალური ნებართვა გადასცა. პროექტი Starlink-ის სატელიტზე 1 მილიონამდე ახალი ანტენის განთავსებას გულისხმობს.

Starlink-ი ამბიციური პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალი სიჩქარის ინტერნეტის კოსმოსური სატელიტიდან გადაცემას გულისხმობს. უახლოეს მომავალში დამონტაჟებული მილიონამდე ანტენაც სატელიტის ინტერნეტქსელზე მომხმარებლების დიდი რაოდენობის შეუფერხებელ მიერთებას ისახავს მიზნად. საბოლოოდ Starlink-ში 12,000 მცირე ზომის სატელიტი გაერთიანდება და ინტერნეტმიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი.

როგორც ილონ მასკი აღნიშნავს, პროექტი პირველ რიგში განკუთვნილია 5G ინტერნეტით ყველაზე რთულად მისაწვდომი რეგიონების დასაფარად. SpaceX-მა გასულ წელს უკვე გაუშვა Starlink-ის 360 სატელიტი.