SpaceX-ის ისტორიული პილოტირებული ფრენა უამინდობის გამო გადაიდო

Photo Credits to SpaceX

NASA-სა და SpaceX-ის ისტორიული ფრენა, რომელიც ჩვენი დროით 00:33 საათზე უნდა შემდგარიყო, გაუარესებული მეტეოროლიგიური პირობების გამო გადაიდო. გაფრენის შემდეგი მცდელობა შაბათს, 23:22 საათზე შედგება.

ეს ფრენა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან უკვე 10 წელია, რაც აშშ-ის მიწიდან ადამიანები კოსმოსში არ გაუშვიათ. ამასთან, NASA-ს კოსმონავტებს კომერციული კოსმოსური ხომალდით აქამდე არასოდეს უფრენიათ.

წლების განმავლობაში SpaceX-ს კოსმოსში მრავალი გაფრენა განუხორციელებია, თუმცა ეს გაშვება იქნებოდა პირველი, როდესაც კომპანია კოსმოსში ადამიანებს გაუშვებს. კოსმონავტების კაფსულას კოსმოსურ სადგურამდე მისაღწევად 19 საათი დასჭირდება.

SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტები განმეორებითი გამოყენებისთვის ვარგისია, რაც კოსმოსური ფრენების ღირებულებას საგრძნობლად ამცირებს. ამ გაშვების წარმატება კოსმოსის ათვისებისა და ილონ მასკის ოცნების – მარსის კოლონიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ისტორიულ ფრენას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც უნდა დასწრებოდა.

https://www.facebook.com/NASA/videos/695595847675337/