ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის(CEU) დამფუძნებული, ჯორჯ სოროსი, 1 მილიონ ევროს გადაურიცხავს უნგრეთის დედაქალაქს, კორონავირუსის შედეგებზე რეაგირების მიზნით.
„პანდემიამ არ იცის საზღვრები ქვეყნებს შორის, საზოგადოებებს შორის, რელიგიებსა და ხალხს შორის. ნებისმიერი შეიძლება დაინფიცირდეს, მაგრამ ზოგიერთი უფრო მეტად დაუცველნი ვართ. ვფიქრობ მოხუც ხალხზე, რომლებიც მოხუცთა თავშესაფრებში ცხოვრობენ. ასევე მეფიქრება უსახლკაროებზე, რომელთა რიცხვიც იზრდება სამსახურების დაკარგვასთან ერთად… ამ მიზეზთა გამო, ჩემ მიერ დაფუძნებული „ფონდი ღია საზოგადოება“ 1 მილიონ ევროს გაიღებს ბუდაპეშტისთვის, ქალაქისთვის, სადაც დავიბადე“ – აცხადებს ჯორჯ სოროსი.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ცენტრალური ევროპის უნივერსტეტს ბუდაპეშტში საქმიანობის უფლება შეეზღუდა. უნივერსიტეტი მომავალი წლიდან ვენაში, ავსტრიაში გადადის.