„სონის“ ვიდეოთამაშების დეველოპერული კომპანიის, Leyou-ს ყიდვა სურს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. იაპონური გიგანტის გარდა, ჰონგ-კონგში დაარსებული კომპანიის შეძენა ჩინურ Zhejiang Century Huatong Group Co.-ს და iDreamSky Technology Holdings Ltd.-საც სურთ. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, Leyou-ს მმართველი პაკეტის მფლობელი ჩარლზ იუკი გადაწყვეტილებას მიმდინარე თვეს მიიღებს.
Leyou ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 2011 წლიდან არის წარმოდგენილი. ჩინურ კომპანიას ეკუთვნის ისეთი ვიდეოთამაშები, როგორებიცაა Warframe და Dirty Bomb. ამას გარდა, Amazon-თან ერთად, Leyou რ. რ. ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით შექმნილ ოფიციალურ ვიდეოთამაშზე მუშაობს. კომპანიის აქციების ფასი, წელს, 20%-ით გაიზარდა, შედეგად, კომპანიის საერთო ღირებულება 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.