იაპონურმა „სონიმ“ Epic Games Inc.-ში ორასორმოცდაათი მილიონი დოლარი დააბანდა და ამერიკული კომპანიის მეწილე გახდა. Epic Games Inc. ორი რამით გამორჩეული კომპანიაა: მათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაში Fortnite და მძლავრი დეველოპერული პლატფორმა Unreal Engine ეკუთვნით.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანიამ ჩვიდმეტი მილიარდის დაფინანსება გაინაღდა. გასულ პარასკევს, ტოკიოს საფონდო ბირჟაზე „სონის“ ღირებულება 3.2%-ით გაიზარდა, რითაც, კომპანიის საბაზრო ღირებულება უკანასკნელი ცხრამეტი წლის განმავლობაში უმაღლეს წერტილს მიუახლოვდა.