აშშ-ში სოციალურ დისტანცირებას სმარტფონების დახმარებით გააკონტროლებენ

Photo By Jonathan Velasquez

ამერიკულმა კომპანიამ Unacast, რომელიც აგროვებს და ანალიზებს ტელეფონების GPS-ების მონაცემებს, სამშაბათს სოციალური დისტანცირებისთვის ელექტრონულად მეთვალყურეობის (Social Distancing Scoreboard) შექმნის იდეა წამოაყენა, რომლის საშუალებითაც ქვეყანა დაადგენს, მოსახლეობის რომელი ნაწილი იცავს ჯანდაცვის სისტემის ოფიციალურ წარმომადგენელთა რეკომენდაციებს და რომელი – არა.

“COVID-19 აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას, ეკონომიკასა და სამყაროს. სპეციალისტები სხვადასხვა სექტორიდან მიმართავენ მარტივ და ეფექტურ მეთოდებს, რათა არსებული მონაცემების დადგენის საფუძვლზე, უკეთ შეძლონ ზარალის გამოანგარიშება და პრობლემის გადაჭრისთვის უსაფრთხო გზების ძიება”, – ნათქვამია ორგანიზაციაში.

Unacast-ი ამ ბრძოლაში მარტო არ არის – ახალი კორონავირუსის პანდემიამდე დიდი ხნით ადრე, Google, აპლიკაცია Google Maps-ის დახმარებით, ასევე აგროვებდა მონაცემებს მოქალაქეთა გადაადგილების შესახებ.

მართალია, ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ამერიკის ხელისუფლება ამ პროგრამების გამოყენებით თავის მოქალაქეებს არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის უთვალთვალებს, მაგრამ კონფიდენციალურობა ამერიკელი ხალხისათვის უპირველესი უფლებაა მაშინაც კი, როდესაც საფრთხე საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.

აშშ-ში ირწმუნებიან, რომ მოქალაქეთა პირადი მონაცემები არცერთ ფედერალურ მონაცემთა ბაზაში არ აიტვირთება და მათზე წვდომა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემის შესაბამის წარმომადგენლებს ექნებათ.

წყარო – washingtonpost