ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის პირობებში ფილმებისა თუ სერიალების გადაღებები, როგორც წესი, დროებით შეჩერებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, Orange Is the New Black – ის შემქმნელი, ჯენჯი კოჰანი, ახალ სერიალს, Social Distancing, გვთავაზობს.
Social Distancing მცირე სერიების კრებული იქნება, რომელიც კარანტინის პირობებში ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
„გვსურს, შევქმნათ სერიები, რომლებიც გადმოსცემს ისტორიებს იმ ვითარების შესახებ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ – განსაკუთრებული, პირადი, ძალიან ადამიანური ისტორიები იმის საილუსტაციოდ, თუ როგორ ვცხოვრობთ ერთმანეთისგან განცალკევებით და, ამასთანავე, ერთად“ – ამბობენ სერიალის შემქმნელები.
სერიალის გადაღებებს მთლიანად ვირტუალური სახე ექნება, მის რეჟისორად, Orange Is the New Black-ის მსგავსად, დიეგო ველასკო გვევლინება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია სერიალთან დაკავშირებული სხვა დეტალები მსახიობების, გამოშვების თარიღისა თუ სცენარის შესახებ.