Snapchat-ის აუგმენტური (დამატებითი) რეალობის ფუნქციების გამოყენებისას, უკვე ძაღლების ჯიშების ამოცნობაც შეგეძლებათ, – ამის შესახებ ინფორმაცია ტექნოლოგიურმა კომპანიამ კვირას გაავრცელა.
აუგმენტური რეალობის ინდუსტრიაში Snapchat-ი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელმაც რეალური ობიექტების ვირტუალური ასლების შექმნა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. დღეს Snapchat-ის გამოყენებით მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, მცენარეების სახეობების ამოცნობა და დაფასოებული პროდუქტების კვებითი ღირებულებების დადგენაც კია შესაძლებელი.