გლობალური პანდემიის პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესი ეკონომიკის გმირებად გვესახებიან. ყავის მაღაზიებიდან დაწყებული გრაფიკული დიზაინერების საქმიანობით დამთავრებული, საშუალო და მცირე ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს ყველა ქვეყანაში, რაც ხელს უწყობს სიღარიბის შემცირებას. მიუხედავად კორონავირუსისგან გამოწვეული განსაკუთრებულად მძიმე დარტყმისა, საშუალო და მცირე ბიზნესმა განვითარება განაგრძო. მსოფლიო ბანკისა და OECD-ის თანამშრომლობით 50-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა კვლევა მცირე ბიზნესის გლობალური მდგომარეობის შეფასებისთვის. შედეგების მიხედვით დგინდება, რომ მცირე და საშუალო ბიზნესების უმეტესობას აქვს დაბალი შემოსავლის მაჩვენებელი და დასაქმებულთა შემცირებული რაოდენობით განაგრძობს მუშაობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრმა ბიზნეს-კომპანიამ ელექტრონულ კომერციაზე გადასვლის შემდეგ ნახა სარგებელი. მათი თქმით, ონლაინ გაყიდვების წილი სრული შემოსავლის 25%-ს შეადგენს.
ასევე კვლევის შედეგების თანახმად, მომხმარებელთა 48% აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში შესამჩნევია ონლაინ გაყიდვების მატება. ბევრი მომხმარებელი ბიზნეს რეკომენდაციებისთვის სოციალურ მედიას იყენებს. იმედის მომცემია ისიც, რომ იმ ადამიანების თითქმის სამი მეოთხედი, რომელთა ბიზნესებიც კვლევის დროს დაკეტილი იყო, შეზღუდვების გაუქმებისთანავე ფიქრობენ გახსნას. ხოლო გამოკითხულთა 31% ფიქრობს, რომ საკუთარ ხარჯებს გაზრდის ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მიმართულებით. აშკარაა ისიც, რომ მთვარობის ან სხვა ინსტიტუტების დახმარება დასჭირდება ბევრს, რათა გამოცოცხლების გზას დაადგეს. ამ ეტაპზე, მცირე და საშუალო ბიზნესი გამოირჩევა სწორედ იმით, რომ სახეზეა ციფრული გაყიდვების მატება და ინტერნეტის დიდი გავლენა, რაც მას უბიძგებს ონლაინ განვითარებისკენ.