პანდემიის პირობებში მსოფლიოში მცირე ბიზნესების მეოთხედი დაიხურა

მსოფლიოს გარშემო მცირე ბიზნესების საქმიანობის შესახებ ახალი კვლევის შედეგებს „ფეისბუქი“ მსოფლიო ბანკთან და OECD-სთან (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) თანამშრომლობით აქვეყნებს. კვლევაში ჩაერთო 30,000 მცირე ბიზნესის ლიდერი 50-ზე მეტი ქვეყნიდან.

კვლევაში მცირე ბიზნესებზე კორონავირუსის პანდემიის გავლენა და გამოწვეული შედეგებია წარმოჩენილი. წელს იანვარ-მაისის პერიოდში მცირე ბიზნესების 26%-დან 50%-მდე დაიხურა. კვლავ მომუშავე ბიზნესების ერთ მესამედს მუშახელის შემცირება მოუწია, ხოლო ორი მესამედის შემოსავალმა ამავე პერიოდში წინა წელთან შედარებით მკვეთრად იკლო.

პანდემიის აკრძალვების გამო მნიშვნელოვანი ზარალი ტურიზმისა და მომსახურების სფეროს მიადგა. ტურისტული სააგენტოების 54%, ხოლო მცირე სასტუმრო-რესტორნების 47% დაიხურა. სხვა სფეროებთან შედარებით ყველაზე მეტად ერთი ადამიანის მიერ მართული მიკრობიზნესები დაზარალდა.