სიმფსონების ფერადკანიან პერსონაჟებს თეთრკანიანი მსახიობები აღარ გაახმოვანებენ

საკულტო ამერიკული მულტსერიალის ფერადკანიან პერსონაჟებს თეთრკანიანი მსახიობები აღარ გაახმოვანებენ, – ამის შესახებ სერიალის პროდუსერებმა AFP News-ს განუცხადეს.

Image Credits to Twentieth Century Fox Film Corporation

ეს გადაწყვეტილება პროდიუსერებმა მას შემდეგ გააჟღერეს, რაც თეთრკანიანმა მსახიობმა მაიკ ჰენრიმ, რომელიც Fox Studios-ს სხვა საკულტო სერიალში The Family Guy შავკანიან კლივლენდ ბრაუნს ახმოვანებდა, როლი დატოვა. „The Family Guy-ში კლივლენდის როლს ოცი წლის განმავლობაში, დიდი პატივით ვასრულებდი. მიყვარს ეს პერსონაჟი, მაგრამ მგონია, რომ ფერადკანიანი პერსონაჟები ფერადკანიანმა ადამიანებმა უნდა გაახმოვანონ. როლს სწორედ ამის გამო ვტოვებ“ – დაწერა მაიკ ჰენრიმ ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში საკუთარი როლიდან დატოვა სიმფსონების სხვა თეთრკანიანმა მსახიობმაც: ჰენკ აზარია მულტსერიალის ცნობილ ინდოელ პერსონაჟს, მაღაზიის მეპატრონე აპუ ნაჰასაპიმაპეტილონს ახმოვანებდა. ამ ინდოელი პერსონაჟის კარიკატურულმა გამოხატვამ წყალი მას მერე აამღვრია, რაც 2017 წელს, კომედიანტმა ჰარი კონდაბოლუმ მას და ეთნიკური უმცირესობების მასმედიაში სტერეოტიპულ წარმოჩენას დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა, სახელად The Problem With Apu.