ირა სილანტევა – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი

ირა სილანტევა კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. ის “თანასწორობის მოძრაობის” სოცმუშაკია და ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად LGBT ჯგუფთან მუშაობს. ირა ასევე არის “ახალგაზრდა მწვანეების” ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი და საქართველოში მწვანე დღის წესრიგის დანერგვას უწყობს ხელს.

ირას უწევს მუშაობა ძალადობის და ჩაგვრის უმძიმეს შემთხვევებთან. მისი სამუშაო ხშირად სასწრაფო/გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს. მისი საქმიანობა და აქტივიზმი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ორივესადმი ირას მიდგომა გამოირჩევა თავდადებით, ეთიკურობითა და პროფესიონალიზმით.

შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

მასალა მომზადებულია ნომინაციაზე ირა სილანტევას წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.