რჩევები დამწყებ ანტერპრენერებს She’s Next ამბასადორებისგან | Empowered by Visa

She’s Next ინიციატივა, რომელიც 2019 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო, დღეს Visa–ს მხარდაჭერით უკვე გლობალური მასშტაბით ხორციელდება და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის, კერძოდ კი, ქალ მეწარმეთა ხელშეწყობას.

საქართველოს She’s Next კამპანიის პირველი ტალღის ფარგლებში, Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობით Visa-მ შექმნა She’s Next პორტალი, რომელზეც წარმოდგენილია საქმიანი ქალების ისტორიები. აღნიშნული ისტორიები გვიჩვენებენ იმ გზას, რომელიც She’s Next-ის ამბასადორებმა თავიანთი ბიზნესის შესაქმნელად გაიარეს.

წარმოგიდგენთ ნინო ზამბახიძის, ქეთევან ბოჭორიშვილის, მედეა ტაბატაძის, ანანო დოლაბერიძის, ნონა ნონიაშვილისა და ქრისტინა დოროშის რჩევებს, როგორ ვაქციოთ იდეა რეალურ ბიზნესად, როგორ უნდა გავუმკლავდეთ გამოწვევებს და რამდენად მნიშვნელოვანია გავიზიაროთ სხვების გამოცდილება.

ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელი

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„სანამ საკუთარ ბიზნესს დავიწყებთ, აუცილებელია სიღრმისეულად ვიკვლიოთ სექტორი, შევისწავლოთ საქმიანობა, შევაფასოთ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა და ამ ყველაფრის მიხედვით შევიმუშაოთ სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები. აუცილებელია, საქმიანობის ყველა ეტაპზე გვქონდეს გეგმა – სხვაგვარად ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რისკისა და ბარიერის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ და ხშირ შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრა ძვირიც კი დაგვიჯდეს. მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ რჩევებს, გავიზიაროთ სხვების გამოცდილება და მაქსიმალურად ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე. მსოფლიო ძალიან სწრაფად  და მუდმივად ვითარდება, წარმატებულ ლიდერებს კი სწორედ უწყვეტი განათლება და თვითგანვითარება ქმნის. წარმატებული ბიზნეს-ლიდერები კი არასდროს უნდა დაფრთხნენ ან დანებდნენ.“

ქეთი ბოჭორიშვილი, ევროპული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„მნიშვნელოვანია, რომ დრო არ დაიზოგოს როცა საქმე სწორ და ეფექტურ კომუნიკაციას ეხება. საქმის ყველა მოზიარესთან და მოაზრესთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება და დეტალებზე ორიენტირებული ეფექტური კომუნიკაციის წარმოება უმნიშვნელოვანესია, რადგან ამის გარეშე ნებისმიერ პროექტს უამრავი ხარვეზი შეექმნება. პირადად ჩემი ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მათ შორის წინაღობების წინასწარ ასაცილებლად, სწორედ ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაა ყველა დაინტერესებულ და ჩართულ აქტორთან.“

ანანო დოლაბერიძე, „Phubber-ის“ დამფუძნებელი

ფოტო: ნათია ასანიძე / Forbes Woman Georgia

„ვფიქრობ, ყველა ქალბატონმა უნდა ირწმუნოს საკუთარი იდეის და სჯეროდეს საკუთარი წარმატების. ჩემი აზრით, ანტერპრენერის წარმატებისთვის 3 ძირითადი რამ არის საჭირო: თავდაუზოგავი შრომა, ზომიერი ამბიცია და საჭირო ადამიანები ირგვლივ. ნებისმიერი საქმიანობის დაწყებამდე კი მნიშვნელოვანია ბაზრის შესწავლა და ანალიზი, რომ დარწმუნდე რამდენად საჭიროა ის პროდუქტი, თუ სერვისი, რის შექმნასაც გეგმავ. მოიძიო ინფორმაცია მსოფლიოში მსგავსი ტიპის პროდუქტთან დაკავშირებით და შეადარო, რა უპირატესობები შეგიძლია შესძინო შენს ბიზნესს, რაც მას განსაკუთრებულს, კონკურენტუნარიანს გახდის. საბოლოო ჯამში, კი ვფიქრობ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გულით გჯერა, რომ გამოვა.“

მედეა ტაბატაძე, კომპანიაInsource-ის“ დამფუძნებელი

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

„ვფიქრობ, აუცილებელია მრჩეველის, იგივე ქოუჩის ყოლა, ვისაც მიმართავენ და  რჩევებს მიიღებენ. ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია დასავლურ ბაზარზე, სტარტაპის და გიგანტი კომპანიის ლიდერებს აუცილებლად ჰყავთ ქოუჩი, ხშირად ეს კონკურენტი კომპანიის CEO-ც კი არის, ვისაც მიმართავენ რჩევის ან კრიტიკის მოსასმენად.

მეორე, – რაღაცის დაწყებას  დიდი მოთმინება სჭირდება.  მეც მქონია გამოცდილება და სხვებისგანაც მომისმენია, რომ  როცა სტარტაპი ხარ, ცდილობ ბევრი რამე სცადო, არ გაქრე ბაზრიდან მალე და შემოსავალიც გქონდეს. ასეთ ქცევას ზიანის მოტანა შეუძლია მხოლოდ – ანტერპრენერები თავიანთი პირველადი მიზნიდან უხვევენ და  პროცესს მიაქვს რესურსი და ენერგია. როცა იწყებ, ზუსტად უნდა იცოდე რას იწყებ.“

ნონა ნონიაშვილი, „ენკენის“ თანადამფუძნებელი

ფოტო: ნათია ასანიძე / Forbes Woman Georgia

„აგრობიზნესის წამოწყებისთვის პირველ რიგში, აუცილებელია მზაობა და დიდი სურვილი, რადგან ეს საკმაოდ რთული სფეროა და ბევრ დეტალს შეიცავს. აუცილებელია საქმისადმი დიდი სიყვარული, რათა წარმატებით განხორციელდეს ბიზნეს-პროექტი, ამიტომ, დამწყებ ანტერპრენერებს ვურჩევდი, თავიდანვე გაიაზრონ, რომ ეს არის უაღრესად რთული და საპასუხისმგებლო გზა. თუმცა, თუ მართლა გჯერა საკუთარი იდეის, თუ მთავარი პრიორიტეტი სწორედ საკუთარი სტარტაპია, აუცილებლად უნდა გადადგათ ეს ნაბიჯი და ბოლომდე იბრძოლოთ. კრიტიკულ და რთულ სიტუაციებში კი ისევ და ისევ, საკუთარი თავის რწმენა და საქმისადმი სიყვარული გვაძლევს ძალას.“

კრისტინა დოროში, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში

ფოტო: Visa

„არასდროს შეწყვიტოთ თვითგანვითარება. იყავით ღია სიახლეების მიმართ და არ შეუშინდეთ გამოწვევებს, რაც არ უნდა რთულად გეჩვენებოდეთ ისინი. თვითგანვითარება და ახლის შემეცნება დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენციაა. პანდემიამ მოულოდნელად შეცვალა ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ჩვევები. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია მოქნილობა, სწრაფი რეაგირება და ადაპტაცია. გამოიყენეთ ქოუჩინგის, მენტორინგის და ტრენინგის შესაძლებლობები და განაგრძეთ თქვენი პროფესიული განვითარება, ეს აუცილებლად პოზიტიურად აისახება თქვენზე.

იყავით გამბედავი და იმოქმედეთ! არაფერს მისცეთ უფლება, რომ შეგაშინოთ და უკან დაგხიოთ თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ჩემი პროფესიული კარიერის მანძილზე არასდროს შემხვედრია ადამიანი, რომელსაც არ აქვს შიში. ყველა ანტერპრენერს, ყველა ლიდერს აქვს შეცდომის დაშვების, არასწორი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი თავის ან გუნდის იმედგაცრუების შიში. საკუთარი თავის მიმართ რწმენა მოვლენების სწორი შეფასებით, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით და პოზიტიური აზროვნებიდან მოდის. ჩვენი გონება ასეა მოწყობილი – მაშინ, როდესაც მოქმედებას იწყებ, მეტად ხარ კონცენტრირებული და შიშებიც სადღაც ქრება.“

 

რუბრიკა: Visa