ციცინო შენგელია კატო მიქელაძს სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია, ის უკვე მეორედაა ნომინირებული. ციცინოს საქმიანობა მოიცავს შშმ პირთა და შშმ სტატუსის მქონე ბავშვთა, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის გამოცდილების მქონე ქალთა, ლგბტ თემის წარმომადგენელთა და მძიმე შრომით ექსპლუატაციაში ჩართულ ბავშვთა უფლებების დაცვას.
ციცინო ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდში – რეგიონში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ჩატარებული ფორუმ-თეატრები, რომლებიც ტრავმებსა და მათ დამუშავებაზეა მიმართული.
ჯერ კიდევ 2011 წლიდან კულტურული სტერეოტიპებით დღემდე საკმაოდ გაჯერებულ გარემოში ციცინო ცდილობს იყოს ცვლილებების მოტივატორი, გააძლიეროს ქალები როგორც მორალურად, ისე ეკონომიკურად. ციცინო მუდმივად ახერხებს, რომ თბილისში გამართულ ყველა მნიშვნელოვან აქციასა თუ მოძრაობას ზუგდიდის ხმაც შეუერთდეს.
შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.
მასალა მომზადებულია ნომინაციაზე ციცინო შენგელიას წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.