სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

პრეზიდენტის ბრძანება ძალაში სამშაბათიდან შევიდა და კარანტინი 21 დღე გაგრძელდება.

„ადამიანური დანაკარგის ასარიდებლად მყისიერი, მოქნილი და ექსტრაორდინალური მოქმედებაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით.“ – განაცხადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ბოლო კვირაში დაინფიცირებულთა რიცხვი გაექვსმაგდა და 400-ს მიაღწია, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, აფრიკაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამხრეთ აფრიკაში დაიხურა პორტებისა და სკოლების ნახევარი. პრეზიდენტმა ასევე აკრძალა 100-ზე მეტი ადამიანის საჯარო შეკრება.