საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა, ხმლით ფარიკაობაში, მსოფლიო თასი მოიგო. ტურნირი იტალიის ქალაქ პიზაში გაიმართა.

ქართველი ეტლით მოფარიკავეები ფინალში პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 45:30 დაამარცხეს. მანამდე კი, უნგრეთისა და ტაილანდის ნაკრებებს სძლიეს.
პიზაში გამართულ მსოფლიო თასზე საქართველოს სახელით ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა იასპარეზეს.