საარჩევნო მარათონიდან გამოთიშვის და კამპანიის დასრულების შემდეგ, ბერნი სანდერსმა მხარდაჭერა თანაპარტიელ ჯო ბაიდენს გამოუცხადა.
„ვთხოვ თითოეულ დემოკრატს, ყველა უპარტიოს და უამრავ რესპუბლიკელს, რომ მხარი დაუჭიროს კანდიდატურას, რომელსაც მხარდაჭერას ვუცხადებ“ – განაცხადა ბერნი სანდერსმა.
ბერნის მხარდაჭერა ჯო ბაიდენს გაუადვილებს მიიმხროს ახალგაზრდა ლიბერალები, რომლებიც 2016 და 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიების დროს სანდერსის დასაყრდენს წარმოადგენდნენ.
ჯო ბაიდენი ბერნის ქმედებას ძალიან მნიშვნელოვნად აფასებს: „მე შენ დამჭირდები არა მარტო კამპანიის მოსაგებად, არამედ ქვეყნის სამართავადაც“ – მიმართა ბერნი სანდერსს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა.