Samsung Galaxy საზოგადოებამ, გაეროს უნივერსალური პლატფორმის ფარგლებში, გლობალური მიზნებისთვის ერთი მილიონი დოლარი შეაგროვა. უკვე ერთი წელია, რაც კომპანია “სამსუნგი” გაეროს განვითარების პროგრამის (United Nations Development Programme) პარტნიორია და მათი ერთობლივი მიზანი 2030 წლამდე მსოფლიოს განვითარებაა.
გლობალური მიზნების მისაღწევი გეგმა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაეროს 75 წლის იუბილეზე დაინერგა და მომავალი ათწლეულის მანძილზე უნდა განხორციელდეს.
სპეციალური აპლიკაციით, რომელიც „სამსუნგის“ ახალ სმარტფონებში უკვე ავტომატურად იქნება ჩაწერილი, ხდება თანხების შეგროვება მსოფლიოს დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მხარდასაჭერად.
აღსანიშნავია, რომ უკვე შეგროვდა თანხები ისეთი გლობალური მიზნების დასაფინანსებლად, როგორებიცაა შიმშილობის შემცირება, სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა, განათლებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. ამასთანავე, გლობალური მიზნების გეგმის ფარგლებში, კენიაში, კაკამეგას ტყეში, 1.5 მილიონი სწრაფადმზარდი ხის დარგვა დაფინანსდა.
კომპანია “სამსუნგი” აცხადებს, გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობით, დასახული მიზნებს აუცილებლად მიაღწევენ და იმედოვნებს, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, უფრო მეტ ადამიანს მიეცემა კონკრეტულ პროგრამაში ჩართვის საშუალება.