კორეული ტექნოლოგიური გიგანტი SAMSUNG Electronics ჩინეთში მობილური ტელეფონების წარმოებას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მანამდე მიიღო Sony-მაც. ძირითადი მიზეზი კი ჩინეთში შრომის ბაზარზე საშუალო ანაზღაურების ზრდაა.
ამასთან, SAMSUNG-ისთვის რთული აღმოჩნდა სმარტფონების ადგილობრივ მწარმოებლებთან კონკურენციაში შესვლა. კომპანიის წილი ჩინეთის მობილური ტელეფონების ბაზარზე 15%-დან (2013) 1%-მდე შემცირდა. ბრენდის ძირითადი კონკურენტები Huawei და Xiaomi აღმოჩდნენ.
2017 წლის მონაცემებით, SAMSUNG-ის მიერ ჩინეთში ბოლოს დახურულ ქარხანაში 6,000-მდე ადამიანი მუშაობდა და წელიწადში 60 მილიონზე მეტ მოწყობილობას აწარმოებდნენ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სმარტფონების წარმოება უკანასკნელ წლებში ძირითადად დაბალი დანახარჯების ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გადაიტანა, როგორიცაა ინდოეთი და ვიეტნამი.