Samsung-ის მემკვიდრე, ლი ჯა იონგი, დააპატიმრეს

JY Lee stepping out of a car

“სამსუნგის” მილიარდერ მემკვიდრეს კორუფციის ბრალდებით 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სამსუნგ ელექტრონიქსის ვიცე თავმჯდომარე კორუფციაში პირველად 2017 წელს დაადანაშაულეს, რის შემდეგაც დააპატიმრეს კიდეც, თუმცა განაჩენის აპელაციის შემდეგ, მისი სასჯელი შემცირდა და შემდგომში – საერთოდ გაუქმდა.

სასამართლოს მსჯელობაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, ლი აქტიურად ქრთამავდა სამხრეთ კორეის  პირველ ქალ პრეზიდენტს, პარკ ჯინ-ჰეის და ირიბად სთხოვდა მას  თავისი, როგორც პრეზიდენტის, ძალაუფლება ლი ჯა იონგის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა.

“სამსუნგს” ბრალად ედება, დაახლოებით, 28 მლნ. დოლარის დახარჯვა პრეზიდენტის მოქრთამვისთვის, რათა მთავრობას მხარი დაეჭირა “სამსუნგთან” აფილირებული ორი კომპანიის სადავო შერწყმისთვის 2015 წელს. სამსუნგმა მიიღო ნებართვა აფილიტატორი კომპანიების, Cheil Industries და Samsung C&T შერწყმისთვის, რამაც კონგლომერატზე ლის კონტროლი გააძლიერა.

სასამართლომ ლი მოსყიდვაში, გაფლანგვასა და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. გაფლანგული, გადამალული და გათეთრებული ფულისა და ქონების  ღირებულება დაახლოებით 8.6 მილიარდი ვონია.