Safari მომხმარებლებს „Ad Tracker-ების“ შესახებ მიაწვდის ინფორმაციას

22 ივნისს მსოფლიო დეველოპერულ კონფერენციაზე (WWDC) კომპანია Apple – მა Safari-ის განახლებული ვერსია წარადგინა.

Safari ვებგვერდებზე ვიზიტისას საშუალებას მოგცემთ, მართოთ სარეკლამო „ტრეკერები“, რომლებიც კონკრეტულ საიტებზე მუშაობს. ასევე, მოგაწვდით 30 დღის განმავლობაში შედგენილ ანგარიშს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას იმ ტრეკერების შესახებ, რომლებიც „აკვირდებოდნენ“ თქვენს მოქმედებებს ინტერნეტ სივრცეში.

ჩამოთვლილი ცვლილებები და მახასიათებლები მიმართულია მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ, რათა იცოდეთ, თუ რამდენი და რომელი ტრეკერი აგროვებს ინფორმაციას თქვენი ქცევის შესახებ, რომელსაც შემდგომში კომპანიები ონლაინ რეკლამის მაქსიმალური ეფექტურობისთვის იყენებენ.

„წელს გვინდა, ჩვენს მომხმარებლებს მეტი ხილვადობის საშუალება მივცეთ, რათა მათთვის ცნობილი თუ რამდენი ვებგვერდი ცდილობს მათზე დაკვირვებასა და ინფორმაციის შეგროვებას.“ – განაცხადა Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის ვიცეპრეზიდენტმა, კრეგ ფედერერმა, მსოფლიო დეველოპერულ კონფერენციაზე.