
ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი მომდევნო ათი დღის განმავლობაში ევროპის მიმართულებით განსახორციელებელი ფრენების გაუქმებას გეგმავს.
ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების გამო შემოღებული აკრძალვების საპასუხოდ მიიღო. Ryanair-ის თქმით, შესაძლებელია ავიაკომპანიამ აპრილისა და მაისის თვეებში სრულად შეაჩეროს ფრენები ევროპაში, რადგან არა მხოლოდ მოგზაურობასთან, არამედ საჯარო თავშეყრის ადგილებთან დაკავშირებული შეზღუდვები მგზავრთა ერთობლივ ტრანსპორტირებას შეუძლებელს გახდის.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Ryanair-ი ქართულ ავია-სივრცეში გასული წლის შემოდგომაზე შემოვიდა და ფრენებს ახორციელებს თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან მარსელის, მილანისა და ბოლონიის მიმართულებით. 2020 წლის 29 მარტიდან კი ავიაკომპანიას თბილისი-კელნის მიმართულება უნდა აემუშავებინა.