ვლადიმერ პუტინმა არჩევნები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაურკვევევლი დროით გადადო.COVID-19-ისგან გამოწვეული საფრთხის გამო არჩევნები 22 აპრილს აღარ ჩატარდება.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამასთანავე, ვთვლი, რომ არჩევნები მოგვიანებით უნდა ჩატარდეს“ – აცხადებს პუტინი.
საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ვლადიმერ პუტინს შესაძლებლობას აძლევს კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, უკვე დაადასტურა რუსეთის პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ.