პუტინი რუსეთს ბირთვული იარაღით მოამარაგებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, განცხადებით, რუსეთის საზღვაო ფლოტი აღიჭურვება ახალი ტიპის ჰიპერბგერითი ბირთვული იარაღით და წყალქვეშა ბირთვული დრონებით, რომლებიც, თავდაცვის მინისტრის თქმით, ტესტირების ბოლო ფაზაში არიან.

პუტინს არაერთხელ უსაუბრია რუსეთისთვის ახალი თაობის ბირთვული შეიარაღების აუცილებლობაზე, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ეყოლება და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილისთვის შეძლებს დარტყმის მიყენებას. დასავლელ ექსპერებს ეჭვი ეპარებათ იმაში, თუ რამდენად წარმატებულად იმუშავებს ახალი ტიპის რუსული იარაღი.

გეგმა მოიცავს წყალქვეშა ბირთვული დრონების ,,პოსეიდონის“ და ჰიპერბგერითი რაკეტების ,,ცირკონის“ გამოშვებას, რომლებსაც მათი მოქმედების სიჩქარე და მანევრირების სპეციფიკა, რთულად შესაჩერებელს ხდის.

პუტინს არ დაუკონკრეტებია თარიღი, თუ როდის იქნება მზად ახალი ჰიპერბგერითი იარაღი, მაგრამ ახსენა, რომ ეს დღე ახლოვდება.

გასულ წელს პუტინი იმუქრებოდა ჰიპერბგერითი რაკეტების ამერიკული წყლების სიახლოვეში გაშვებაზე, იმ შემთხვევაში თუ აშშ საშუალო რადიუსის ბირთვულ რაკეტებს ევროპაში განალაგებდა. აშშ-ს მსგავსი ქმედება ევროპაში არ განუხორციელებია, თუმცა მოსკოვი შიშობს, რომ ეს მოსალოდნელია, რისთვისაც რუსეთი მზად უნდა იყოს.