რუსეთმა 9 მაისის „გამარჯვების დღე“ მოგვიანებით აღნიშნა

photo – REUTERS

რუსეთი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახალხო დღესასწაულს, „გამარჯვების დღეს“, აღნიშნავს, თუმცა ტრადიციული პარადი 9 მაისისს არ ტარდება.

75 წლის წინ საბჭოთა კავშირის ჯარებმა ნაცისტური გერმანია დაამარცხეს, რამაც, დაახლოებით, 20 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. Covid-19-ის გამო ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული პარადი 9 მაისს ვერ ჩაატარა.

მართალია, მოსკოვში კარანტინი სულ ცოტა ხნის წინ გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ მოქმედებს, მათ შორის, მასობრივი შეკრებების. ამიტომაც, ჯარისკაცები, რომლებიც პარადში მონაწილეობას მიიღებენ, კარანტინში მოხვდებიან.

პუტინისთვის წლევანდელ ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან 1 კვირაში რუსეთი მიიღებს საერთო ეროვნულ ვოტუმს საკონსტიტუციო შესწორებასთან დაკავშირებით, რაც მას თანამდებობის დაკავების ვადას გაუხანგრძლივებს.

„ჩვენი ვალდებულებაა, გვახსოვდეს, რომ საბჭოთა ხალხმა ნაციზმს გაუძლო და დაამარცხა ეს სასტიკი, ბოროტი იმპერია“ – განაცხადა პუტინმა. მან ორშაბათს, სამხედრო საკათედრო ტაძრის გახსნისას, ასევე, განაცხადა, რომ საბჭოთა გამარჯვებები ორიენტირია თანამედროვე რუსეთისთვის.

სამშაბათს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 95% მიიჩნევს, რომ 1945 წლის საბჭოთა გამარჯვება მეოცე საუკუნის რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.