რუბენსის 140 წლის განმავლობაში დამალული ნახატი გამოაშკარავდა

პიტერ პაულ რუბენსის 3.5 მილიონი ფუნტის ღირებულების ნახატი აღმოაჩინეს. ის 140 წლის განმავლობაში საოჯახო კოლექციაში ინახებოდა.

Photo via PA

„ქალის პორტრეტი“ ლონდონში დაფუძნებულ აუქციონის სახლს „სოთბი“ ანონიმურმა მყიდველმა  შესაფასებლად და შემდგომ უკვე აუქციონზე გასატანად გადასცა. მყიდველმა ნახატი 2017 წელს საოჯახო კოლექციიდან 78 000 ფუნტად გამოისყიდა.

აუქციონის სახლის ექსპერტის ენდრიუ ფლეთჩერის თქმით, ნახატის გასუფთავების შემდეგ და ინფრაწითელი კამერის დახმარებით აღმოაჩინეს მხატვრის მიერ ტილოზე შესწორებული დეტალები, რაც მის ავთენტურობას ადასტურებს.

ნახატი „სოთბის“ აუქციონზე 29 ივლისს გავა გასაყიდად.