კორონავირუსის პანდემიის ფონზე ტურიზმის სექტორი განსაკუთრებით დაზიანდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მისცენ საშუალება დეკლარირებული ვალდებულების გადასახადი გადაავადონ 4 თვით 2020 წლის პირველ ნოემბრამდე.
შეღავათი შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც განხორციელდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. ხოლო შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი საშეღავათო პერიოდის დასრულებისთანავე დაექვემდებარება ჩამოწერას.
გადასახადის გადავადებით სარგებლობა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის (ელექტრონული ფორმით) წარდგენით იქნება შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს – www.rs.ge