Russia 1-სთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში პუტინმა პირდაპირი მინიშნებები გააკეთა იმის თაობაზე, რომ მან შესაძლოა საპრეზიდენტო არჩვენებში კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი.

,,მე არ გამოვრიცხავ ამის შესაძლებლობას“, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება, – ,,გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“.
1 ივლისს რუსეთის მოსახლეობა რეფერენდუმში მიიღებს მონაწილეობას. რეფერენდუმის ძალით რუსეთში შესაძლოა შეიცვალოს კონსტიტუცია, რომელიც უკვე 30 წელია არ შეცვლილა. ერთ-ერთი საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, დასაშვები ხდება პუტინის ოთხივე საპრეზიდენტო ვადის განულება, რაც მას მეხუთე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობას მისცემს. ამის შემდეგ კი ის პრეზიდენტობას კიდევ ორი 6 წლიანი ვადით, ჯამში 12 წლით შეძლებს.
პუტინის ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადა 2024 წელს იწურება. ის ქვეყანას 2000 წლიდან მართავს, რაც კრემლში სტალინის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივ მმართველობად ითვლება.