„აჭარა ჯგუფის“ ახალი სასტუმრო Rooms Hotel Kokhta პირველ სტუმრებს ახალი წლიდან უმასპინძლებს. Rooms Hotel Kazbegi-სა და Rooms Hotel Tbilisi-ს შემდეგ, კომპანია „აჭარა ჯგუფი“ რუმსის ბრენდის ახალ სასტუმროს კურორტ კოხტა-მიტარბში ხსნის. Ski-in Ski-out კონცეფციის Rooms Hotel Kokhta, „კოხტა გორას“ საბაგიროსთან მდებარეობს და სტუმრებს წელიწადის ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს.
Rooms Hotels პირველი ქართული ბრენდია, რომელიც დიზაინითა და არქიტექტურით გამორჩეული სასტუმროების საერთაშორისო კომპანია Design Hotels-ის წევრი გახდა. Design Hotels-ის სასტუმროები ქმნიან მსოფლიო ტრენდებს არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით, გასტრონომიის სფეროში კი ისინი ნოვატორებად ითვლებიან.
Rooms Hotel Kokhta „აჭარა ჯგუფისთვის“ დამახასიათებელი დიზაინითა და არქიტექტურული ელემენტებით გამოირჩევა. სასტუმროს რესტორანი კი სტუმრებს კომპანიის „ფერმიდან მაგიდამდე“ კონცეფციის მიხედვით მომზადებულ კერძებს შესთავაზებს.
სასტუმრო Rooms Hotel Kokhta აერთიანებს:
- 95 ნომერს
- საკონფერენციო დარბაზებს
- რესტორანს
- სათხილამურო სერვისს: სკი დეპოს
- ლაუნჯ ბარს
- საცურაო აუზსა და სპორტულ დარბაზს
Rooms Hotel Kokhta-ს პროექტის განვითარებისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
სასტუმროში უკვე შესაძლებელია ოთახების დაჯავშნა.
შეგახსენებთ, რომ რუმსის ბრენდის პირველმა სასტუმრომ – Rooms Hotel Kazbegi-მ პირველ სტუმრებს 2012 წელს უპასპინძლა და მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. Rooms Hotel Tbilisi კი 2014 გაიხსნა და მსოფლიო წარმატებით სარგებლობს.
აჭარა ჯგუფი
„აჭარა ჯგუფი“ წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის, ცხოვრების სტილის განვითარებისა და აგრო-წარმოების სფეროში. პოპულარული ბრენდების სასტუმროების (Rooms, Stamba, Fabrika) შექმნითა და სამეწარმეო პროექტების განვითარებით კომპანიამ მსოფლიო აღიარება მალევე მოიპოვა.
ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ინოვაციური სტანდარტების დაწესების გარდა, „აჭარა ჯგუფი“ კახეთში უმსხვილეს სასოფლო-სამეურნეო და ფერმერულ პროექტს „უდაბნო“ ახორციელებს.
მსგავსი წამოწყებებით „აჭარა ჯგუფი“ ხელს უწყობს საქართველოში რეგიონების სტაბილურ ტურისტულ მიმართულებებად გარდაქმნას.