ძვირადღირებული საათების მწარმოებელმა კომპანია „როლექსმა“, მსოფლიოში შექმნილი კრიზისის და მნიშვნელოვნად შემცირებული გაყიდვების ფონზე, საწარმოო პროცესის შეჩერება გადაწყვიტა. შვეიცარიულმა საათების მწარმოებელმა კომპანიამ ჯერ კიდევ 17 მარტს განაცხადა საქმიანობის შესაძლო შეჩერების შესახებ.
ეკონომისტების ვარაუდით, მომდევნო ექვსი თვე ძვირადღირებული სამკაულების ბაზრისათვის იმაზე მძიმე შეიძლება გამოდგეს, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო კრიზისას.
„როლექსის“ საექსპორტო გადაზიდვები ჩინეთისა და ჰონგ-კონგის მიმართულებით თებერვლის შემდეგ 40-50%-ით შემცირდა. გაყიდვების მნიშვნელოვანმა ვარდნამ შესაძლოა დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებაც გამოიწვიოს.