ახალი უნიკალური სადეზინფექციო რობოტი

რობოტიკის ლიეტუვური კომპანია Rubedo უნიკალურ სადეზინფექციო რობოტს აწყობს. პროექტის მენეჯერები ფიქრობენ, რომ რობოტი შეძლებს დაეხმაროს მსოფლიოს კორონავირუსთან ბრძოლაში.

„დეზინფექციის პროცესისას ხალხს დაინფიცირების ეშინია. სწორედ ამიტომ, რობოტი აღჭურვილი იქნება იმ ფუნქციებით, რომელთა დახმარებითაც მოძებნის „პრობლემას“, გააკეთებს დეზინფექციას და სრულად დაგვიცავს ვირუსისაგან.“

შემქნელებს იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდათ, როდესაც COVID-19-მა მთელი ჩინეთი მოიცვა. სპეციალისტები დაუკავშირდნენ ამერიკული სადეზინფექციო კომპანიის წარმომადგენლებს და შესთავაზეს თანამშრომლობა. ამერიკელებმაც მაშინვე მოიწონეს იდეა და საქმიანობა ლიეტუველებთან ერთად განაგრძეს.

რობოტი უპირველესად აზიურ ბაზარს წარუდგინეს, რადგანაც სწორედ ამ რეგიონიდან გავრცელდა ვირუსი. რობოტი, რომელსაც კომპანია მალე გამოუშვებს, ჰონგ-კონგის კლინიკაში დაიწყებს მუშაობას.

მოწყობილობის ფუქციები ასეთი იქნება: პირველ რიგში, დეზინფექციას გაუკეთებს კედლებს, სახელურებს, მაგიდას, სკამს და შეეძლება სამედიცინო აღჭურვილობის შესაბამისი გასუფთავება.

კომპანიაში ამბობენ, რომ სადეზინფექციო ორთქლი, რომელსაც რობოტი გაუშვებს, უსაფრთხოა ყველა ტიპის ზედაპირისთვის. ამგვარი მეთოდით სრულად განადგურდება ბაქტერიები და ვირუსები, მათ შორის, COVID-19-იც.

რობოტის კონტროლი გაჯეტებით იქნება შესაძლებელი და მას დიდი პოტენციალი აქვს. გარდა კლინიკებისა, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ოფისებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სავაჭრო ცენტრებში, საწყობებში, საჯარო სივრცეებსა და აეროპორტებში.