სამედიცინო რეგულირების სააგენტო კლინიკა „მედი“-ზე განცხადებას ავრცელებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, კლინიკას „მედი“ არანაირი სპეციალური ნებართვა არ მიუღია, შესაბამისად, კლინიკაში მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღება იქნება შესაძლებელი.

გთავაზობთ სააგენტოს განცხადებას უცვლელად:

„რამდენიმე დღის წინ, კლინიკა,, მედიმ’’ საკუთარ მომხმარებელთან დააგზავნა შემდეგი სახის შეტყობინება – ,,მედის სათაო კლინიკა განაახლებს მუშაობას, მოპოვებული სპეციალური ნებართვის თანახმად, რეკომენდაციების სრული დაცვით’’. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისის მასშტაბით, მოახდინა, კლინიკა ,,მედის’’ ცხრა დაწესებულების მონიტორინგი და დაზუსტებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ დროისათვის ყველა მათგანი დახურულია, გარდა ერთისა. ეს გახლავთ სათაო ოფისი, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, მერაბ კოსტავას N52-ში.

გვინდა განვაცხადოთ, რომ სამინისტროს მხრიდან , აღნიშნული ოფისის მიმართ არ ყოფილა გაცემული არანაირი სპეციალური ნებართვა. დაწესებულებას მუშაობის გაგრძელება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების კუთხით, ქვეყანაში არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით.“