ძვლის რეგენერაციის დაჩქარების ახალი პოტენციალი

ირლანდიის ქირურგიის სამეფო კოლეჯის (RCSI) მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ბიოკომპონენტი ძვლის რეგენერაციის დაჩქარების პოტენციალით. აღნიშნული ბიოკომპონენტი ეხმარება ძვლის ქსოვილს აღდგენაში და ამცირებს ანთების რისკსაც. მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც შეიცავს კოლაგენის ნანონაწილაკებსა და ბიოკომპონენტებს, რომელიც შეიძლება ქირურგიული გზით გადაინერგოს ძვლის ქსოვილის აღსადგენად.

ექიმი ქეროლაინ კერტინი / Photo Credits to RCSI

ბიოკომპონენტი ხელს უწყობს შესაბამისი რნმ-მოლეკულის მიტანას საჭირო ადგილზე, რომელიც ზემოქმედებს უჯრედების ფუნქციონირებაზე. ლაბორატორიული ცდების პირობებში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ დაზიანებული ძვლოვანი ქსოვილი რეგენერაციას განიცდის, რადგან შექმნილი ბიოკომპონენტის დახმარებით, კონკრეტული რნმ მოლეკულა ადგილზე მიდის და იწყება რეგენერაციის პროცესი.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ბიოკომპონენტების ამ სისტემას ძვლების რეგენერაციის გარდა ექნება გამოყენების სხვადასხვა ფორმაც, ვინაიდან ამ ბიოკომპონენტს შეუძლია ადაპტირდეს და გადაიტანოს სხვა თერაპევტული მოლეკულებიც“ – განაცხადა პროფესორმა ფერგალ ო’ბრაიანმა, კვლევისა და ინოვაციების ხელმძღვანელმა RCSI- ში.

„ჩვენი ცდების შედეგები წინგადადგმული ნაბიჯია იმ გზაზე, რომელიც გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მაჩვენებლებს ისეთი დაზიანებების დროს, რომლის მკურნალობაც ბუნებრივი გზით არ ხდება. თუმცა, საჭიროა პრე-კლინიკური და კლინიკური ცდები, მანამ, სანამ ამ ტექნოლოგიით დაიწყებენ ადამიანის მკურნალობას“ – განაცხადა ანატომიისა და რეგენერაციული მედიცინის პროფესორმა RCSI- ში, ექიმმა ქეროლაინ კერტინმა.