ანიტა რაჭველიშვილი საბერძნეთის ეროვნული ოპერის ფესტივალს გახსნის

Photo via Anita Rachvelishvili

ქართველი საოპერო ვარსკვლავი საბერძნეთის ეროვნული ოპერის საზაფხულო ფესტივალს გახსნის. 18 ივლისს მეცო-სოპრანო ათენის ცენტრში,  რომაული აგორას ღია სივრცეში, კამილ სენ-სანსის, ვერდისა და ჯაკომო მეირბერის კომპოზიციებს შეასრულებს.

ფესტივალი, სახელწოდებით “All of Greece, one Culture” 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. საბერძნეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წარმოდგენები 70 სხვადასხვა კულტურულ და არქეოლოგიურ ადგილას გაიმართება.