„ნესტლე“ კამპანია Race To Zero-ს შეუერთდა, რომელიც ქვეყნებს, ქალაქებსა და მეწარმეებს საერთო მიზნის მისაღწევად – უკეთესი მომავლის შესაქმნელად, აერთიანებს.
კამპანიის მიზანია, ერთდროულად გამოაცოცხლოს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მსოფლიოს ეკონომიკა და გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს.
„ნესტლე“ აღიარებს, რომ მხოლოდ მასშტაბურ ძალისხმევას შეუძლია გლობალური პრობლემების მოგვარება. ის მხარს უჭერს მდგრად განვითარებას და სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს, შეუერთდნენ ეკონომიკური გაჯანსაღებისკენ მიმავალ გზას.