პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია, სახელწოდებით „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ იმართება.

აქცია მოწოდებით #არარუსულკანონს მიმდინარეობს. მისი მონაწილეები გუშინ პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი 76 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 13 იყო.
აქციის „ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ ორგანიზატორებს შორის არიან ქალთა მოძრაობა (Georgian Women’s Movement), GrlzWave, თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement) და სხვები.
აქცია 15:00 საათზე დაიწყო. გეგმის მიხედვით, მოგვიანებით მისი მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადაინაცვლებენ.