გასული წლის ბოლოს ამერიკულმა Forbes-მა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში პირველი ადგილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერგო. როგორც გამოცემა წერს, მან პირველობა თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადადგმული ნაბიჯებისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ქმედებების გამო დაიმსახურა.
სიაში მეორე ადგილი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდს ერგო, მესამე პოზიციას კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დასჯერდა.
ზემოხსენებული რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, Forbes-მა საზოგადოებას იმ ქალების ჩამონათვალიც გააცნო, რომელთა გავლენის ზრდასაც გამოცემა მიმდინარე წლის განმავლობაში პროგნოზირებს.
Forbes-ი ვარაუდით, 2023 წლის სიაში შესაძლოა შემდეგი ქალები ვიხილოთ:
ელიზაბეტ ბორნი – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
ფეიდ მუკუტუ – Zambeef-ის აღმასრულებელი დირექტორი
მარტა ორტეგა – Inditex-ის თავმჯდომარე
იმან აბუზეიდი – Incredible Health-ის თანადამფუძნებელი და CEO
კეროლაინ ო’კონორი – Miami Marlins-ის ბიზნესოპერაციების პრეზიდენტი
მარტი ვრონსკი – Milwaukee Brewers-ის მთავარი საოპერაციო ოფიცერი
ჯინი ბასი – LA Lakers-ის პრეზიდენტი და მაკონტროლებელი მფლობელი; Women of Wrestling-ის მფლობელი
მიშელ ჯუბელირერი – Capitol Music Group-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი
პამელა აბდი – Warner Brothers Pictures Group-ის თანათავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი
ალისა ბოუვენი – Disney+-ის პრეზიდენტი
მანდელა შუმახერ-ჰოჯ დიქსონი – All Raise-ის CEO