ლილი ფულარიანი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. ის ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, ლექტორი და ბლოგერია.
ლილი მის პროფესიას ქალების და გოგონების გასაძლიერებლად აქტიურად იყენებს – ეხმარება, ასწავლის მათ ყველაფერს, რაც ციფრულ ტექნოლოგიებს უკავშირდება (ვებგვერდების შექმნა, ონლაინ კომუნიკაცია, სოციალური მედიის მენეჯმენტი და ა.შ.) და შემდეგში მათ დასაქმებასაც უწყობს ხელს. ლილი პროექტ გორგონების გუნდის წევრიცაა.
ის მუდმივად ცდილობს თავისი საქმიანობით გოგონებისა და ქალების გაძლიერებას და საკუთარი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მათთან გაზიარებას, არის მათი მენტორი და ტრენერი. სპეციალურად მათთვის წერს ვიდეო-ლექციებს, რათა პროფესიული გაძლიერება და დასაქმება შეძლონ. ლილი ეხმარება პროფესიულ სასწავლებლებსაც, რათა მეტი ქალი დააინტერესონ პროფესიული განათლების მიღებით. ლილი წერს ბლოგებსაც, რომელიც თავისი არსით მთლიანად ქალთა უფლებების დაცვისა და მათი ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული.
ამ ყველაფერს ლილი, ძალიან ხშირად, მოხალისეობრივად აკეთებს. ის არამხოლოდ ასწავლის ქალებს, არამედ მათ საშუალებას აძლევს მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ. ის ამჟამად მუშაობს პროექტზე “ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალები”.
შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.
მასალა მომზადებულია ნომინაციაზე ლილი ფულარიანის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.