დერმო კოსმეტიკა მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. სულ უფრო მეტი ქალი სილამაზის შესანარჩუნებლად და ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად საქართველოშიც სწორედ სააფთიაქო კოსმეტიკას ირჩევს. თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ რაც PSP-მ ამ მიმართულებით პირველი სიტყვა თქვა და აფთიაქი სამკურნალო კოსმეტიკის მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზების მიმზიდველ სივრცედ აქცია. კომპანია მსოფლიოს წამყვანი ევროპული და კორეული 100-ზე მეტი სამკურნალო და პრემიუმ ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორია.
PSP-მ ამ ხაზის გასაძლიერებლად პროფესიონალთა გუნდი შეკრა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი ანი ჟღენტი ხელმძღვანელობს, სხვადასხვა მიმართულებებს ასევე მრავალწლიანი გამოცდილების მენეჯერები ნინო სულთანიშვილი, სოფო რევია და თამარ პერტაია უძღვებიან. გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ახალგაზრდა ბრენდ მენეჯერებს ‒ ელენე ბზიშვილს, ეკა ჭაჭიაშვილს, ეკა ბუცხრიკიძესა და თეო ბაკურიძეს, PSP სააფთიაქო ქსელში სილამაზის მიმართულებაზე კოსმეტიკის 300 კონსულტანტი მუშაობს.
კოსმეტიკის ხაზი, ქვეყნის მასშტაბით PSP-ს ყველა აფთიაქშია წარმოდგენილი. კომპანია ერთგულ მომხმარებლებს საინტერესო შეთავაზებებით ხშირად ანებივრებს, იქნება ეს ფრანგული თუ კორეული დღეები, სადღესასწაულო აქციები თუ ყოველთვიური შეთავაზებები. ასეთი მიდგომა სააფთიაქო კოსმეტიკას უფრო ხელმისაწვდომს ხდის და უფრო მეტ მომხმარებელს აძლევს საშუალებას საკუთარ თავზე ყოველდღიურად მარტივად იზრუნოს, არ ჩამორჩეს დილის და ღამის ყოველდღიური რუტინის ტრენდს.
PSP-ს კოსმეტიკის პორტფელში წამყვანი ადგილი ფრანგულ პრემიუმ ბრენდებს უჭირავს. როცა მსოფლიოში ისეთ ცნობილი ბრენდების სახელს ვახსენებთ, როგორებიც არის Caudalie ან Esthederm, მომხმარებელი მათ პირდაპირ PSP-სთან აკავშირებს, რადგან კომპანიის ქსელში მხოლოდ პრემიუმ და დერმო კოსმეტიკის 20-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი. აქ შეხვდებით მსოფლიოში ცნობილ ისეთ ბრენდებს, როგორებიც არიან Caudalie, Estederm, Bioderma, Algologie, SVR, Payot, Martiderm, Lierac, Nuxe, ISIS Pharma, Avene, Cetaphil, Vichy, La Roche Posay, Cerave, Thalgo, Novexpert, Soskin, Klorane და სხვა.
იმისთვის რომ უფრო მეტი გაიგოთ, Forbes Woman PSP-ს სილამაზის მიმართულების სიახლეებსა და მრავალწლიან გამოცდილებაზე ანი ჟღენტს ესაუბრა.
PSP-ში მხოლოდ პრემიუმ და დერმო კოსმეტიკის 30-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორის მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ბრენდები: Caudalie, Esthederm Bioderma, Algologie, SVR, Payot, Martiderm, Lierac, Nuxe, ISIS Pharma, Avene, Cetaphil, Vichy, La Roche Posay, Cerave, Thalgo, Novexpert, Soskin, Klorane და სხვა. PSP-ს კოსმეტიკის ასორტიმენტი მხოლოდ ქალის ხაზს არ მოიცავს, მრავალფეროვანი არჩევანია ოჯახის ყველა წვერისთვის, მათ შორის მამაკაცებისა და ბავშვებისთვის. პრემიუმ ბრენდებთან ერთად PSP გთავაზობთ კიდევ 100-მდე „ევროპული ბრენდის კოსმეტიკის ფართო არჩევანს: Pharmaceris, Sebamed, Ziaja, Lirene, Institute Karite, Biorom, La Petit Olivier, Laction, Phyto, Roge Cavailles, Fiorentino, Soft& Gentle და სხვა.
დერმო კოსმეტიკის გარდა კიდევ რა მიმართულების პროდუქტებია PSP-ს ასორტიმენტში?
თუ თმისა და თავის კანის მოვლა თქვენი პრიორიტეტია, PSP-ში მრავალფეროვანი არჩევანი ამ შემთხვევაშიც გელოდებათ. დღეს ქართველ მომხმარებელში გამორჩეულად პოპულარულია ისეთი იტალიური ბრენდები, როგორიც არის KayPro, Echos line, Be visible, Raywell. ჩვენ გავითვალისწინეთ ახალგაზრდა მომხმარებელთა დაჟინებულ მოთხოვნა და 2018 წლიდან თინეიჯერების საყვარელი დეკორატიული კოსმეტიკა Essence შევთავაზეთ. სიახლეებთან ერთად ჩვენს ასორტიმენტში აქსესუარებსაც შეხვდებით, მათ შორის ფრჩხილის მოვლის 100 წლოვანი გამოცდილების გერმანული ბრენდისგან “Nippes Solingen”.
ევროპული ბრენდების პარალელურად, PSP იყო პირველი, რომელმაც საქართველოში კორეული კოსმეტიკური ბრენდების პოპულარიზაცია დაიწყო. რატომ კორეული ბრენდები და რა სიახლეები გაქვთ ამ მიმართულებით?
ქართველ მომხმარებელს, 2018 წელს პირველად კორეული ბრენდი Mizon შევთავაზეთ. გამოხმაურება და ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ დღეს, PSP-ს კორეული ბრენდების პორტფოლიო მსოფლიოში ცნობილი კორეული ბრენდებით არის წარმოდგენილი: Missha, Tony Moly, A’Pieu, Steblanc, Village 11 Factory.
PSP-ს პრიორიტეტი ასორტიმენტის გაფართოება და სიახლეებზე ფეხის აწყობაა. კომპანია უკვე 20 წელია ასორტიმენტს მსოფლიო სიახლეების კვალდაკვალ და მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მუდმივად აფართოებს. ბოლო პერიოდის სიახლე, მსოფლიოში ცნობილი ტრენდი ასაკობრივი ცვლილებების პრევენციისთვის, რომელიც PSP-მ შესთავაზა მომხმარებელს არის ინოვაციური ფორმის ტოპაზის მინაში მოთავსებული ამპულები „გონივრული დაბერებისთვის“ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდისგან Martiderm“.
მომხმარებელთა წახალისების მიზნით, PSP-მ სხვადასხვა აქტივობების დანერგვა წლების წინ დაიწყო. რომელი აქტივობაა ყველაზე პოპულარული ქართველ მომხმარებელში?
მოგეხსენებათ, PSP მუდმივად ანებივრებს მომხმარებელს სიახლეებით და საინტერესო შეთავაზებებით. ამ აქტივობებში წლებია, განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს „ფრანგული“, „გერმანული“ და „კორეული დღეები“, ქალებისადმი მიძღვნილი „გაზაფხულის დღესასწაულები“, გათამაშებები, აქციები, სასაჩუქრე თემატური „ბოქსები“. მომხმარებლისადმი „მადლიერების კვირეულიც“ PSP-მ პირველმა დანერგა 5 წლის წინ და რეალური განახევრებული ფასები ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციეთ“.
როგორ ხდება ახალი ბრენდების მოძიება და შერჩევა?
სიახლეების მოძიება და საერთაშორისო გამოფენებზე აღმოჩენილი ახალი ბრენდების შერჩევა PSP-ში მუდმივი პროცესია. იმისთვის, რომ მსოფლიოს გამორჩეულად პოპულარული ბრენდები ქართველი ქალებისთვის ყოველდღიური არჩევანის პროდუქტებად ვაქციოთ, კოსმეტიკის გუნდის წევრები მუდმივად ვესწრებით საერთაშორისო გამოფენებს, ვეცნობით თანამედროვე ტრენდებს და სამკურნალო კოსმეტიკის ტენდენციებს. აქტიური კომუნიკაცია და საიმედო პარტნიორის სტატუსი კი, გვეხმარება, რომ მსოფლიოს ცნობილი კომპანიები ჩვენი მუდმივი პარტნიორები გახდნენ. მეტიც, უცხოელი ექსპერტები და სპეციალისტები ხშირად ჩამოდიან საქართველოში და ჩვენი ქსელის კონსულტანტებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ადგილზე უზიარებენ.
„ზრუნვა ყველაზე ყველაზე კარგად“, როგორ აისახება ეს კამპანია PSP-ს კოსმეტიკის პროდუქციის მომხმარებელზე?
ყველა აქტივობის გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს. ტექნოლოგიების საუკუნეში ონლაინ მომსახურება გამორჩეულად პოპულარულია. 3 წლის წინ PSP ონლაინ აფთიაქის მომსახურება დედაქალაქიდან რეგიონებში გავშალეთ და განსაკუთრებულ, ექსკლუზიურ შეთავაზებებს ვთავაზობთ ჩვენს ონლაინ მომხმარებლებს. კოსმეტიკის ხაზის გაძლიერება, იმის ერთ-ერთი დასტურია, რომ PSP-ს მთავარი პრიორიტეტი დაარსების დღიდან მომხმარებელზე ზრუნვაა. PSP საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მედიკამენტების პირველი დისტრიბუტორი ჯერ კიდევ 1994 წელს გახდა. კომპანიის მიზანი თავიდანვე იყო, რომ თანამედროვე მედიცინის ყველა მიღწევა საქართველოს მოსახლეობისთვის ფიზიკურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო. განვითარების მომდევნო ეტაპზე კი PSP-მ მაქსიმალურად გაზარდა ასორტიმენტი, ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის მიმართულებით და ხელმისაწვდომობა საქართველოს მასშტაბით გეოგრაფიულად გაშალა. დღეს მომხმარებელს პროფესიონალი ფარმაცევტების და კონსულტანტების კვალიფიციური მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ PSP-ს 306 აფთიაქში, ყველგან, სადაც საქართველოა.
PSP მოწინავეა, სხვადასხვა ორიგინალური შეთავაზებების შემთხვევაშიც. მაგალითად, ათი წლის წინ სწორედ ეს კომპანია იყო პირველი, რომელმაც მოწვეული ფრანგი კოსმეტოლოგ-დერმატოლოგის მონაწილეობით კანის დიაგნოსტიკა და ორეტაპიანი წმენდა უშუალოდ აფთიაქში ჩაატარა, რათა იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც PSP-ს ფეისბუქ გვერდზე წინასწარი რეგისტრაცია გაიარეს მეტი კომფორტი შეეთავაზებინათ. აფთიაქში კანის დიაგნოსტიკა მომხმარებელმა იმდენად მოიწონა, რომ შემდეგ კომპანიამ კანის და თმის დიაგნოსტიკის რამდენიმე აპარატი შეიძინა, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ დიაგნოსტიკის ტესტი ნებისმიერ მომხმარებელს, მათ შორის რეგიონშიც, ჩაებარებინა, ეს ყველაფერი კი სრულიად უფასოდ. PSP შერჩეულ აფთიაქებში 2017 წლიდან უფასო მაკიაჟის დღეებსაც აწყობს. სერვისმა მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ამავე წლიდან PSP-ს რებრენდინგის შედეგად აფთიაქები ფარმაციის, ოჯახზე ზრუნვის და სილამაზის ზონებად დაიყო. უფასო მაკიაჟის დღეები კი სწორედ სილამაზის ზონებში ეწყობოდა.
ცალკე მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს, PSP აკადემიის ბიუთი ტრენერი, რომელიც პარტნიორი ბრენდების ახალი კვლევების შედეგებს და მიგნებებს მუდმივად ეცნობა და ტენდენციებს თავის მხრივ ქსელის კონსულტანტებს აცნობს. სწავლება და პრეზენტაციები არა მარტო სიახლეების გაცნობას, არამედ კომპეტენციის და კვალიფიკაციის ამაღლებასაც ემსახურება.
მალე 30 წელი შესრულდება, რაც PSP მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტი და ევროპელი მომწოდებლების საიმედო პარტნიორია.
PSP-ში მიიჩნევენ, რომ წარმატების და სანდოობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი სწორი მენეჯმენტი და პროფესიონალთა გუნდია, რის შედეგადაც ევროპელი პარტნიორების რიცხვი მუდმივად მზარდია.