თმის ცვენა საკმაოდ ხშირი პრობლემაა. მსგავსი პრობლემისას, აუცილებელია დავფიქრდეთ მის გამომწვევ მიზეზებზე და ამავდროულად, მუდმივ რეჟიმში მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი თმა გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან. ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, როდესაც ჩვენი კანი კიდევ უფრო შრება, თმა ზიანდება, ამიტომ წელიწადის ამ პერიოდში, იგი აღდგენასა და დატენიანებას განსაკუთრებულად საჭიროებს.
მარტიდერმი ესპანური დერმატოლოგიური ბრენდია, რომელიც 70 წლის წინ ჯოზეფ მარტიმ და მეცნიერთა ჯგუფმა დააარსა. მათ ბარსელონაში თავიანთი ლაბორატორია აქვთ და დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ საუკეთესო ფორმულას, რაც საბოლოოდ ვიტამინი C-სა და პროტეოგლიკანის მიქსით მიიღეს. ბრენდი უნიკალურია, მისი ყველა პროდუქტი ტოპაზის ამპულაშია. ერთ ამპულაში ერთი დღის დოზა ინახება და სწორედ ამიტომ, ის ჰაერზე არ იჟანგება და არც ნივთიერებები კარგავს სასარგებლო თვისებებს.
პროდუქტი საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვინც ინექციებს იკეთებს, რადგან ის შედეგს ახანგრძლივებს და ეფექტს ინარჩუნებს. კვლევებმა აჩვენა, რომ პროდუქტის სისტემატურად გამოყენებამ შესაძლებელია ინექციები ჩაანაცვლოს კიდეც.
MARTIDERM – მარტიდერმი თმის ცვენის საწინააღმდეგო 14 ამპულა HAIR SYSTEM
მარტიდერმის თმის ცვენის საწინააღმდეგო ამპულები, გაჯერებულია ვიტამინებითა და ჰიალურონის მჟავით. პროდუქტი განკუთვნილია სუსტი და ცვენისკენ მიდრეკილი თმისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი თმის ზრდის 3GF ფაქტორის საშუალებით ის აფერხებს და ანელებს თმის ცვენას, ასევე ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას; აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, იერს და მატებს სიმტკიცესა და სიძლიერეს.
თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ცხიმიანი თმისთვის
სებომარეგულირებელი და კერატოლიზური ეფექტის მქონე შამპუნი აუმჯობესებს და ამაგრებს თმის ძირებს.
თმის ცვენის და თმის დაბერების საწინააღმდეგო შამპუნი
განკუთვნილია ყველა ტიპის თმისთვის. გამოიყენება ცვენისა და თმის დაბერების საწინააღმდეგოდ. იცავს სკალპს. მატებს თმას სიმტკიცეს, ბზინვარებასა და მოცულობას. შემადგენლობაშია თმის ზრდის ფაქტორი 3GF და ჰიალურონის მჟავა.
MARTIDERM – COLOR TOUCH SPF30 THE ORIGINALS
ეფექტური მზისგან დამცავი ამპულა ფერით, განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის. შეიცავს მზისგან დამცავ ფილტრს – SPF30, ვიტამინი C-ს და პროტეოგლიკანს, რომელიც უზრუნველყოფს დატენიანებას, კანის აღდგენასა და სიმკვრივეს. პროდუქტი კანს სიკაშკაშესა და ბზინვარებას ანიჭებს, ასევე ქმნის კომფორტის შეგრძნებას.
მარტიდერმის პროდუქცია დღის და ღამის დეოდორანტებსაც გვთავაზობს.
დღის დეოდორანტი შედარებით მსუბუქია, გვიცავს უსიამოვნო სუნისგან და ატენიანებს კანს, ხოლო ღამის დეოდორანტი სამკურნალოა და დილას მისი ჩამობანა აუცილებელია.
MARTIDERM – მარტიდერმი დერმო ანტიპერსპირანტი DRIOSEC
განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და არ აღიზიანებს კანს. ატენიანებს და ინარჩუნებს სისუფთავის შეგრძნებას ხანგრძლივი დროით. აქრობს უსიამოვნო სუნს. აქვს 48 საათიანი მოქმედება და არ ტოვებს კვალს ტანსაცმელზე.
არ გამოიყენოთ დაზიანებულ კანზე.
შემადგენლობაშია: კაოლინი და კვარცის ქვა – ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება.
რეკომენდებულია დერმატოლოგებისა და მამოლოგების მიერ.
Martiderm – მარტიდერმი ინტენსიური ანტიპერსპირანტი Driosec ღამის ანტიპერსპირანტი და დეოდორანტი გამოიყენება ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდ. აქრობს და ამცირებს როგორც სუნს, ასევე ოფლის რაოდენობას და აქვს დეოდორანტული ეფექტი მთელი დღის განმავლობაში.
არეგულირებს საოფლე ჯირკვლების სეკრეციას.
განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის.
#WhateverYourSkinNeeds