ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ახალი პლატფორმა გაჩნდა. prevencia.ge-ზე მოქალაქეები რეკომენდაციების, ინფორმაციული მასალისა და სხვადასხვა სასარგებლო რესურსების გარდა იპოვიან ისეთი სერვისებსა და მომსახურებას, რომლის მიღებაც დისტანციურად არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, თავად კომპანიებსაც შეუძლიათ პლატფორმაზე განათავსონ ყველა ის სერვისი, რომელსაც მომხმარებლებს დისტანციურად აწვდიან.
ციფრული სოლიდარობის ონლაინ-პლატფორმა მოხალისეობრივად შეიქმნა.
„ჩვენი მიზანია, მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ კორონავირუსის პრევენციას“ – აცხადებს მოხალისეობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ხათუნა კაკაბაძე.