პრემიუმ ხარისხის საიუველირო გამოცდილება – ინტერვიუ „Bioligems“-ის დამფუძნებელ მარიამ თევზაძესთან

„Bioligems“-ი ქართულ საიუველირო ბაზარზე ახალი პრემიალური კლასის ძვირფასი ქვების რითეილერი კომპანიაა, რომელიც უმაღლეს ხარისხთან და სამკაულების ექსკლუზიურ კოლექციებთან ერთად განსაკუთრებული ბიზნესმოდელით გამოირჩევა. საქართველოში სინგაპურული ბრენდის ხელმძღვანელი მარიამ თევზაძეა.

მარიამი ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულია და უკვე წლებია საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელია.

მიუხედავად იმისა, რომ მულტიდისციპლინალური ბიზნეს ლიდერია, აქამდე საიუველირო ნაწარმთან საქმიანი შეხება არასდროს არ ჰქონია. თუმცა 2022 წლეს სწორედ ძვირფასი ქვების ბიზნესმა გაიტაცა და საკუთარი რესურსები ამ სფეროსკენ მიმართა.

მარიამ, მოკლედ რომ გაგვაცნოთ თქვენი კომპანიის კონცეფცია.

„Bioligems“-ი სინგაპურის საიუველირო ქარხნის წარმომადგენლობაა საქართველოში. ძირითადად წინასწარ ონლაინ შეკვეთებზე ვმუშაობთ. ფიზიკური მაღაზია არ გვაქვს, თუმცა ჭავჭავაძის გამზირზე გვაქვს შოურუმი, სადაც ნებისმიერ მსურველს ჩვენი ნაკეთობების ხილვა შეუძლია. ეს ბიზნეს მოდელი, ისევე როგორც პირდაპირი კავშირი საბითუმო ქარხანასთან საგრძნობლად გვიმცირებს საოპერაციო ხარჯს, რაც  ქართულ ბაზარზე და არა მხოლოდ, კონკურენტუნარიანი ფასების შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს შოურუმში ან ონლაინ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვმუშაობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ქვებით. ყველა ჩვენი ნაკეთობა შემოწმებულია ლაბორატორიულად, აღჭურვილია საგარანტიო ბარათითა და სერტიფიცირებულია საერთაშორისო სერტიფიკატებით.

რა განასხვავებს Bioligems” სხვა საიუველირო კომპანიებისგან?

ნაკეთობებში ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი მახასიათებლების მქონე ბრილიანტებს. ჩვენი კომპანიისთვის, პრემიალური ხარისხის შენარჩუნებასთან ერთად, მომხმარებლებზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. მომხმარებლებს ნაკეთობებთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს დეტალურად ვუხსნით, ვინაიდან, ყველასთვის ცნობილი პარამეტრების გარდა – ფერი, გამჭვირვალობა, წონა, ჭრა; ბრილიანტს აქვს მრავალი დამატებითი მახასიათებელი, რაც გავლენას ახდენს  მათ ბზინვარებასა და ფასზე – იქნება ეს, ფლუორესცენცია, სიმეტრია, გაპრიალება, ჩანართების ტიპი თუ სხვა. აღნიშნული პარამეტრები GIA-ს სერტიფიკატებშიც კი არ არის აღნიშნული.

სინგაპურში ჩვენს ქარხანას ყველა ტიპის ძვირფასს და იშვიათ ქვებზე აქვს წვდომა. მათი შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუქციონის პრინციპით ხდება. პროდუქტის შერჩევა შესაძლებელია ჩვენი კატალოგიდან, თუმცა ასევე შესაძლებელია მომხმარებლისთვის მათი სასურველი დიზაინის ნაკეთობების დამზადებაც. საწყის ეტაპზე, ჯერ ვარჩევთ ძვირფას ქვებს, შემდეგ ვქმნით და ვათანხმებთ 3D მოდელს, რის შემდეგაც ვიწყებთ წარმოებას. წარმოების ხანგრძლივობა ნაკეთობის სირთულეზეა დამოკიდებული, თუმცა პროცესი მაინც ხანმოკლეა და შეკვეთის გაფორმებიდან მის მიღებამდე 15-25 დღეს საჭიროებს.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ბაზარზე ორწლიანი ოპერირების შედეგად, ჩვენი ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია.

მარიამ, რა პერსპექტივები აქვს საიუველირო სფეროს საქართველოში და, ზოგადად, მსოფლიოში?

ბოლო წლებში საიუველირო ონლაინ ვაჭრობის გლობალური ბაზარი ძალიან გაიზარდა. 2020 წელს სექტორის ღირებულება დაახლოებით 21 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. მოსალოდნელია, რომ 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 39 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. მხოლოდ გასულ წელს, ტრანზაქციების 45%-ი მობილური მოწყობილობების საშუალებით შესრულდა. ჩვენი დაკვირვებითაც, ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება საქართველოშიც, რაც ადასტურებს, რომ ძვირფასი ქვების ონლაინ გაყიდვების ოპტიმიზაცია და განვითარება იქნება ეს საქართველო თუ მსოფლიოს სხვა ბაზრები, მნიშვნელოვანია.  

ეს სტატისტიკა საიუველირო ონლაინ გაყიდვების წარმატების მკაფიო ინდიკატორია. მომხმარებლები ფიზიკურ მაღაზიებს სულ უფრო ნაკლებად სტუმრობენ და უპირატესობას   ონლაინ ვაჭრობას ანიჭებენ. ჩვენი კომპანიისთვის, ბაზრის განვითარების ეს სცენარი ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რადგან ის აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენს ბიზნესს მოდელთან.

მარიამ, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებზე ბევრს არ ვსაუბრობ. არსებობს ასეთი ანდაზა – თუ გინდა ღმერთი გააცინო, მოუყევი მას შენი გეგმების შესახებ. ჩემი გეგმები, რა თქმა უნდა, უკავშირდება “Bioligems”-ის განვითარებას, გაფართოებას და მის საზღვრებს გარეთ გატანას, დეტალებს კი უახლოეს მომავალში გაიგებთ.