მულტიფუნქციური გოგოების ახალი მიმართულება | თიკო დიდავა და ეკა ადეიშვილი

დღეს, როცა ადამიანების ყოველდღიურობა, ქცევა, აზროვნება და მიდგომები შეცვლილია, როცა სამყარო ჯერ კიდევ განსხვავებულ წესებს ერგება, ჩნდება ე.წ. „პანდემიური“ შესაძლებლობებიც.

სახელოვანი ანტრეპრენერების, მარკეტერებისა და ფსიქოლოგების ფრაზებით გადაჭედილი სოციალური ქსელები, თუ როგორ ავუწყოთ ფეხი ახალ რეალობას და როგორ გამოვიყენოთ მომენტი ჩვენს სასარგებლოდ, ვიღაცისთვის მხოლოდ თეორიული მასალაა, ვიღაცისთვის კი, ერთი წლის განმავლობაში დალექილი ინფორმაცია, რომელიც საქმედ გარდაიქმნა.

საქართველოში სილამაზის ინდუსტრიის განვითარების და ამ მიმართულებით ქართველი გოგოების გააქტიურების შემდეგ, ჩვენს რესპოდენტებს სილამაზის პლატფორმის შექმნაზე, დროული და მომგებიანი ბიზნესის განვითარებაზე ერთმანეთთან არაერთხელ უსაუბრიათ, თუმცა იდეა რეალობად მხოლოდ „კარჩაკეტილობის“ დროს იქცა.

თიკო დიდავა და ეკა ადეიშვილი “Premiere Beauty”-ს დამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები არიან. კომპანიის, რომელიც უკვე ცნობილი ფრანგული ბრენდების Arcancil Paris და Institut Karité Paris ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

თიკო დიდავა და ეკა ადეიშვილი | ფოტო: LAAP Photography

როდის და როგორ გაჩნდა სილამაზესთან დაკავშირებული ახალი პლატფორმის შექმნის იდეა?

ეკა ადეიშვილი: ასეთი იდეა დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა, თუმცა ჩვენი მოქმედებები ერთმანეთში საუბრის ფორმატს არ გასცდენია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებების დაწყების რეალური შანსი უფრო ადრეც გვქონდა. Premiere Beauty მხოლოდ 2020 წლის შემოდგომაზე იქცა ხელშესახებ საქმედ, როცა ლოქდაუნის დროს ცხოვრებისა და მუშაობის ტემპი შეგვიმცირდა და შედარებით მშვიდ ყოველდღიურობაში აღმოვჩნდით. დაუსრულებელი ონლაინ საუბრების დროს, საკითხი ისევ აქტუალური გახდა და ჩვენდაუნებურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. ფაქტობრივად, ერთმანეთი ვაიძულეთ, რომ დრო რომელიც არასასურველმა რეალობამ გამოგვითავისუფლა, სწორად გამოგვეყენებინა.

თიკო დიდავა: ეს ის პერიოდია, როცა სახლებში მყოფი ქართველი გოგონებისთვის ისედაც რუტინად და ყოველდღიურობად ქცეული თავის მოვლა კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. მაშინ მივხვდით, რომ სწორ დროს და სწორ ადგილას, ონლაინ სივრცეში ხარისხიანი დეკორატიული კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების შეთავაზება მომხმარებლისთვის საინტერესო, ხოლო ბიზნესისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდებოდა. მით უმეტეს, რომ სოციალურ ქსელებში, მათ შორის ხალხმრავალ ჯგუფებში წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხსა და სანდოობაზე კითხვები ხშირად ჩნდება.

რა იყო ის ქმედითი ნაბიჯები, რომლის გადადგმაც ერთმანეთს აიძულეთ და როგორ შეიქმნა ახალი პლატფორმა?

თიკო დიდავა: როგორც ვახსენეთ, ისტორია ცოტა ადრე იწყება. Premiere Beauty სადისტრიბუციო და მარკეტინგული ჯგუფის Premiere Group-ის შვილობილი კომპანიაა. Premiere Group საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებს და ყოველწლიურად, საერთაშორისო გამოფენების მონაწილეა. სწორედ გამოფენებზე ყოფნისას გაკეთდა საქმიანი შემოთავაზებები Beauty ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან. საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის შანსი რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, თუმცა მისი გამოყენება, მხოლოდ 2020 წელს გადავწყვიტეთ.

ეკა ადეიშვილი: პირველ რიგში, ბაზარი შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით კონკურენცია ნამდვილად დიდია, თუმცა რადგან დავიწყეთ, აღარ გავჩერდით.

ჩვენს პოტენციურ მომხმარებლად ის სეგმენტი ავირჩიეთ, ვისაც ხარისხიანი, მაგრამ ადეკვატურ ფასად შეძენილი პროდუქცია აინტერესებს. მათი ქცევისა და სურვილების შესაბამისად, დავგეგმეთ შემდეგი ნაბიჯები. გავშიფრეთ ელექტრონული ფოსტა, გავიხსენეთ წლების განმავლობაში ნახსენები პოტენციური პარტნიორები, აღვადგინეთ კონტაქტები და მიუხედავად იმისა, სხვა შანსებიც არსებობდა, დასაწყისისთვის არჩევანი ფრანგულ ტრადიციებზე გავაკეთეთ და ვფიქრობთ, არც შევმცდარვართ.

თიკო დიდავა: ისეთი ფრანგული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან, როგორებიც არის Arcancil და Institut Karite, მოთხოვნებიც შესაბამისი იყო. მათ შემოყვანაზე საქართველოში, სწორედ ლოქდაუნის დროს ვმუშაობდით. გვქონდა დიდხნიანი ონლაინ შეხვედრები. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ბრენდები საერთაშორისო სტანდარტების მქონე, წარმომადგენლობით კომპანიას ჩაბარებოდა რეგიონში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოლაპარაკება შედგა.

როგორ გაგრძელდა Premiere Beauty-ის ისტორია, რა იყო შემდეგი ნაბიჯი?

ეკა ადეიშვილი: შემდეგ ავარჩიეთ პროდუქცია და გავაკეთეთ ქართულ ბაზარზე მორგებული პორტფოლიო. ავაწყვეთ Online პლატფორმა და ახლა ჩვენი პროდუქცია ვებგვერდზე www.premierebeauty.ge არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, პროდუქტი რამდენიმე ესთეტიკურ ცენტრსა და მაღალი კლასის სალონში იყიდება. ასევე, ვგეგმავთ გაყიდვების გაფართოებას და ქსელურ სააფთიაქო ბაზარზე შესვლას.

რატომ უნდა გენდოთ მომხმარებელი და რა არის Premiere Beauty-ს უპირატესობა?

თიკო დიდავა: უპირველეს ყოვლისა, იმ ბრენდების სახელები, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენს პორტფოლიოშია წარმოდგენილი. ორივე კომპანიას წარმოების მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, ჰყავს უამრავი მომხმარებელი მსოფლიოში და სილამაზის ინდუსტრიის ისეთ მექაში, როგორც საფრანგეთია. პროდუქტი გადის დერმატოლოგიურ და ოფთალმოლოგიურ შემოწმებას. მათი ხარისხი და სანდოობა კი, მომხმარებლის მიერ დროშია გამოცდილი. და ბოლოს, ოფიციალური წარმომადგენლობა, რაც ავტომატურად ხარისხისა და დაცულობის გარანტიას იძლევა.

ეკა ადეიშვილი: Institut Karité Paris – არის თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია, რომელიც ძირითად მასალად უნიკალურ და ყველასათვის საყვარელ შიის კარაქს იყენებს. მათი 100%-იანი სუფთა შიის კარაქი ბესთსელერია მთელს მსოფლიოში. ბრენდი სახისა და ტანის მოვლის სხვა საშუალებებსაც აწარმოებს. ძალიან პოპულარულია შიის კარაქზე დამზადებული კრემები, ნიღბები და ლოსიონები, ასევე ტუჩსაცხები, შამპუნები და აბაზანის ქაფები.

Arcancil Paris – უდიდესი ისტორიის მქონე დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებელი Makeup Artist ბრენდია. მისი ისტორია 1935 წელს პარიზში, Rue des Petites Ecuries-ზე, პატარა ოთახში იწყება, ქიმიკოსისა და კოლორისტი ძმები ჰევლიკების შემოქმედებითი გენიის წყალობით. ახლადშექმნილ ბრენდს წარმატება პროდუქციის გამოჩენისთანავე ხვდა წილად. მომხმარებელი განსაკუთრებით ტუშებითა და თვალის ლაინერებით იხიბლებოდა. Arcancil Paris-ი სწორედ თვალის მაკიაჟის მიმართულებით გახდა რევოლუციონერი. ის წლების განმავლობაში სთავაზობდა მყიდველს სიახლეებსა და ფერების ფართო ასორტიმენტს. ეს არის პირველი ბრენდი, რომელმაც სადღესასწაულო ბრჭყვიალა კოლექციები შეიმუშავა. ბრენდის მიერ წარმოებული თვალის ტუშები და ფერადი ტუჩსაცხები დღესაც ერთერთი ყველაზე გაყიდვადია მსოფლიოში.

ბოლოს, პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დავარქვით სტატიას მულტიფუნქციური გოგონების ახალი მიმართულება.

კომპანიის დამფუძნებლები კომუნიკაციის სპეციალისტები და მარკეტოლოგები არიან. განსაკუთრებული ბმა კოსმეტიკასთან არც ერთს აქვს და არც მეორეს. Premiere Beauty პირწმინდად საქმიანი გათვლა იყო, რომელიც მათთვის პირველი საერთო პროექტი არ არის. ისედაც წლებია პარტნიორები არიან და ერთად არაერთი პროექტი და კამპანია განუხორციელებიათ. საქმიანობის მიმართულებები და როლებიც განაწილებული აქვთ.

ეკა ადეიშვილი პროფესიით ჟურნალისტი, წამყვანი და პროდიუსერია. (იმედი, GDS, Silk Universal). ამჟამად სატელევიზიო სივრცეში აღარ არის, მაგრამ ყოფილი ამ სფეროში არ არსებობს. კამპანიებისა და კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობდა როგორც კერძო კომპანიებში, ასევე თბილისის მერიის კამპანიების სამსახურში. იყო სახელოვნებო ფესტივალების მედია კოორდინატორი, მათ შორის SOU festival-ის, რომლის ფარგლებშიც, თბილისს ლეგენდარული Björk ეწვია. საქმიანობას კერძო პროექტებით აგრძელებს. მათ შორის არის კვლავ კამპანიებისა და პროექტების მენეჯმენტი, პიარ კონსულტაცია, მედია კოორდინაცია, მარკეტინგი და ვიდეო პროდაქშენის მიმართულება.

თიკო დიდავა პროფესიით კინომცოდნეა, აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო კინოფესტივალების ორგანიზებაში. თუმცა უკვე წლებია, მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტია. საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება 2006 წლიდან აქვს. მის სამუშაო პორტფელში ისეთი ბრენდებია როგორებიც არის: LVMH ჯგუფი, LG, Samsung და სხვა. იყო სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგის გუნდის წევრი და ხელმძღვანელი. ძირითადად სტუმარმასპინძლობის სფეროში. ამჟამად, Premiere Group-ის დამფუძნებელია და ისეთი ბრენდების შემომყვანი საქართველოში, როგორებიც არის Armand de Briniac. Casteller, პრემიუმ კლასის ბელგიური ლუდები და სხვ.

Premiere Beauty-ს გეგმებს რაც შეეხება, კომპანია გაფართოებას და ქართულ ბაზარზე თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი შვეიცარიული ბრენდების ოფიციალურად შემოყვანას გეგმავს.